გრავიტაციული ტალღების არსებობა ალბერტ აინშტაინმა იწინასწარმეტყველა(1), დრო-სივრცის ხვეული, რომელიც მოძრავი ციური სეულებისგან, როგორებიც ვარსკვლავები და შავი ხვრელები არიან ვრცელდება – თუმცა ეს ტალღა ისეთი სუსტია, რომ მოაღწევენ რა დედამიწამდე, პლანეტა ატომის ზომაზე მცირე გადახრებით ვიბრირებს. NASA-მ გადაწყვიტა ატომების კვანტური ქცევა ამ ტალღების აღმოსაჩენად გამოიყენოს.
საკითხის გადასაწყვეტად ამერიკის კოსმოსურმა სააგენტომ თანხა გამოყო მისიაზე, რომელსაც ატომური ინტერფერომეტრია ეწოდება. მისია სამი იდენტური თანამგზავრისგან იქნება შედგენილი, რომლებიც ორბიტაზე სამკუთხედის ფორმის განლაგებით მოეწყობიან, 500 კილომეტრიანი დისტანციებით. თუ გრავიტაციული ტალღა ამ სამკუთხედში გაივლის, ინტერფერომეტრი თანამგზავრები ამ უმცირეს შეშფოთებებს დააფიქსირებენ.
ატომების გაცივება აბსულუტური ნულის მახლობელ ტემპერატურაზე(-273,15) ლაზერის საშუალებით მოხდება. ამ დროს ისინი იქცევიან არა როგორც ნაწილაკები, არამედ როგორც ტალღები. ლაზერის მომდევნო იპმულსები ატომებს „სუპერპოზიციურ მდგომარეობაშო“ გადაიყვანენ, რომლის დროსაც ისინი ერთდროულად რამდენიმე კვანტურ მდგომარეობაში იქნებიან.
სუპერპოზიცია ნიშნავს, რომ ერთი ატომი განსხვავბეულ მდგომარეობებზე შეიძლება გაიყოს, რომლებიც ერთმანეთის დამოუკიდებლად არსებობენ და განსხვავებული ტრექტორიებით მოძრაობენ, როგორც ცალკეული ნაწილაკები, სანამ ისინი დეტექტორზე რეკომბინაციას მოახდენენ. თუ ატომის გზა უმნიშვნელოდაც კი შეიცვალა, ამ დროს გამავალი გრავიტაციული ტალღების გამო, ატომური ინტერფერომეტრი შეძლებს ამ ცვლილების დაფიქსირევბას.
ეს ტექნოლოგია მეცნიერებს საშუალებას მისცემს აღმოაჩინონ გრავიტაციული ტალღები, რომლებიც უკავშირდებიან მოვლენებს, როგორებიცაა შავი ხვრელი ან ორი ვარსკვლავის შერწყმა შორეულ ვარსკვლავურ სისტემაში(LISA;LIGO;GEO600).
httpv://www.youtube.com/watch?v=wMqG59h6Ef8