NASA-ს 2020 წლის მარსმავალს მეგობარი დრონი ეყოლება

 ცოტაც და, ხანგრძლივი მსჯელობის შემდეგ, NASA გადაწყვეტს, ვიხილავთ თუ არა წითელ პლანეტა მარსს ფრინველის გადმოსახედიდან; ასეთი უპრეცედენტო მისია ლენგლის სახელობის კვლევითი ცენტრის მეცნიერებმა შესთავაზეს NASA-ს(mnn.com).

NASA-ს ლენგლის სახელობის კვლევით ცენტრში 2020 წლის მარსმავალისთვის თანმხლებ დრონს ამზადებენ; წითელი პლანეტის გამოსაკვლევად აპარატები შეთანხმებულად იმუშავებენ(NASA Langley Research Center).

 NASA-ს რეაქტიული ძრავების ლაბორატორიაში (JPL) ამ სპეციალიზებული დრონის შესაქმნელად ინჟინრები წლების განმავლობაში მუშაობდნენ: ეს აპარატი 2020 წლის მარსმავალის თანმხლები დაზვერვითი აპარატი იქნება. პროექტს პირობითად ”მარსმფრენის კონცეფცია” ეწოდება. პატარა მფრინავმა აპარატმა უკვე წარმატებით გაიარა გამოცდა დედამიწისა და მარსის პირობებში – კამერაში, სადაც მარსის დაბალი ატმოსფერული წნევისა და მცირე გრავიტაციის იმიტირებაა შესაძლებელი.

 ”მარსისთვის იმდენი პროპელერი არ არის საჭირო, რამდენიც დედამიწის 1g გრავიტაციის დასაძლევად. მარსის იმიტაციის კამერაში დრონს ბევრი რამ მოვაძრეთ, რომ მასის და ფრენის აჩქარების კომპენსირება მოგვეხდინა; შედეგად, ჩვენ სრულიად ვაკონტროლებთ მის მანევრირებას და აფრენა-დაშვებას” – ამბობს ჯიმ ვათცინი, NASA-ს მარსის რობოტული კვლევების პროგრამის დირექტორი.

მარსმფრენის ფუნქციონირებადი მოდელი NASA-ს რეაქტიული ძრავების ლაბორატორიის საცდელ პოლიგონზე (NASA JPL).

 მარსმფრენის მანევრირების მოწყობილობა სრულ თანხვედრაშია 2020 წლის მარსმავალის ინსტრუმენტების ფუნქციონირების სისტემებთან(approved for the Mars 2020 rover); გარდა იმისა, რომ დეტალური რუკების შედგენა შეუძლია, 7-კილოგრამიანი დრონი გარემოს სწრაფი დაზვერვის საშუალებებითაც არის აღჭურვილი: 2020 მისიის მარსმავალი საათში დაახლოებით 150 მეტრს გადის, მარსმფრენი კი, სულ რაღაც ორიოდე წუთში, 300 მეტრს დაფარავს.

 “მარსმფრენს შეუძლია მთების მიღმა გადაიხედოს, რაც საშუალებას მოგვცემს უფრო ეფეტურად და რაციონალურად განვსაზღვროთ მარსმავალის მიმართულება” – ამბობს მაიკ მიჩემი, NASA- რეაქტიული ძრავების ლაბორატორიის (JPL) დირექტორი. (იხ. ვიდეო explained in a video)

 ფილმი მარსმფრენის აფრენა-დაშვების მრავალმხრივ უნარებს გვიჩვენებს: აპარატს შეუძლია ვერტიკალურად აფრინდეს, მობრუნდეს და ფრენა ჰორიზონტულ მდგომარეობაში განაგრძოს, რაც დიდი დისტანციების დასაფარად ბევრად უფრო ეფექტურია. მარსმფრენი ორი ციფრული კამერით იქნება აღჭურვილი; აქედან, მზვერავი კამერის გარჩევადობის უნარი თითქმის 10-ჯერ აღემატება მარსის საუკეთესო ორბიტერებისას; მეორე კამერა მარსის ცაზე მზის მდებარეობის განსაზღვრისათვის იქნება გამოყენებული და მარსმფრენის ზუსტ ავტონომიურ ნავიგაციას უზრუნველყოფს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მარსზე არეულად მიმოფანტული მაგნიტური ველების არსებობის გათვალისწინებით, რის გამოც აპარატებზე კომპასის გამოყენება გამორიცხულია.

  JPL ლაბორატორიას პროექტის დასრულებისთვის დამატებითი დაფინანსება სჭირდება, რადგან მარსმფრენი სრულყოფას საჭიროებს. ”ჩვენ მოვახდენთ მარსმფრენის მანევრირების დემონსტრირებას NASA-ს ადმინისტრაციის წარმომადგენლებისთვის და დავამტკიცებთ, რომ დრონის მხოლოდ რამდენიმე გაფრენით 2020 წლის მარსმავალის მისია გაცილებით უფრო ეფექტური იქნება. ვერ წარმომიდგენია, რამ უნდა შეგვიშალოს ხელი, თუ ჩვენ წარმატებით გადავჭრით აეროდინამიკის, დისტაციური მართვის და უცვეთობის დღეისათვის შემორჩენილ მცირე პრობლემებს” – ამბობს ვათცინი.

 NASA-თვის ერთად-ერთი საფიქრალი ამჟამად ის არის, რომ მარსმფრენის გამოყენების შემთხვევაში მათ ”მარსმავალ-2020”-ის ზოგიერთი ხელსაწყოს გადანაცვლება და პროგრამული უზრუნველყოფის ელემენტების გადაწერა მოუწევთ. მარსმავალი და მისი მეგობარი დრონი წითელი პლანეტის ზედაპირზე 2021 წლის იანვარში დაეშვებიან და პლანეტის გეოლოგიას გამოიკვლევენ; აპარატები მოიძიებენ უძველესი მიკრობული სიცოცხლის კვალს და მომავალი საკაცობრიო კოლონიებისთვის ხელსაყრელ ადგილებსაც შეარჩევენ.

 360-გრადუსიანი ხედვის ვიდეოზე შეგიძლიათ იხილოთ NASA-ს JPL-ს ლაბორატორია და ”მარსმავალ-2020”-ის აწყობის პროცესი(“ცნობისმოყვარეობა 2.0”).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.