NASA-მ მთვარის მისია Artemis-ის ასტრონავტები შეარჩია

 NASA-მ 18 ასტრონავტი შეარჩია, რომლებიც პროგრამა Artemis-ის ფარგლებში, მთვარეზე პირველები გადასხდებიან; Artemis-ის ასტრონავტები ოფიციალურად ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა წარადგინა კოსმოსის ათვისების ეროვნული კომიტეტის კრებაზე, როემლიც ფლორიდაში, NASA-ს კენედის კოსმოსურ ცენტრში გაიმართა: “მიესალმეთ გმირებს, Artemis-ის თაობის ასტრონავტებს, რომლებიც გაგვიკვალავენ გზას მთვარისკენ და მის მიღმა.” – განაცხადა პენსმა. – ”ახლა ჩამოგითვლით სახელებსა და გვარებს, მათ შორისაა მორიგი მამაკაცები და პირველი ქალები, რომლებიც სულ მალე მთვარეზე დაადგამენ ფეხს. Artemis-ის გუნდი ამერიკის კოსმოსური კვლევების ნათელი მომავალია.”

 Artemis-ის გუნდის წევრებს სრულიად განსხვავებული განათლება, გამოცდილება და მისწრაფებები აქვთ. ქალებისა და კაცების შერეული გუნდი მთვარეზე 2024 წლიდან რეგულარულ რეისებს განახორციელებს და იქ 10-15 წლის განმავლობაში მთვარის პირველი მდგრადი კოლონია დაარსდება. ფრენის დაწვრილებით გრაფიკს NASA მოგვიანებით გაასაჯაროებს. განხილვის საგანია ასევე ასტრონავტების გუნდი, რომლებიც Artemis-ის წევრებს საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში შეუერთებიან.

 “დიდ მადლობას ვუხდით პრეზიდენტს, ვიცე-პრეზიდენტს, ამერიკის მთავრობას, რომელიც მხარში ამოუდგა Artemis-ის პროგრამას.” – ამბობს NASA-ს ადმინისტრატორი ჯიმ ბრაიდენსთაინი. –”NASA-ს სამეცნიერო პროგრამის ურყევმა მხარდაჭერამ განაპირობა ის, რომ მთვარის პროგრამამ ფეხი აიდგა, და პირველი მისსიების განხორციელება უახლოეს წლებში მოხდება.”

 უკვე მომავალი, 2021 წლიდან Artemis-ის გუნდის ასტრონავტები NASA-ს მთვარის ათვისების პროგრამის ყველა ასპექტში იქნებიან ჩართული, იქნება ეს სააგენტოს თუ მისი კომერციული პარტნიორების მიერ განხორციელებული საინჟინრო პროექტები: სიცოცხლის უზრუნველყოფის, ტრანსპორტირების, პროგრამული უზრუნველყოფის თუ სხვა სისტემები; NASA-ს სტრუქტურებში დაიწყება მათი ტრენინგი. –”საოცარი, უაღრესად საინტერესო წლები გველოდება ასტრონავტების მთელ ჯგუფს!” – აღფრთოვანებით აღნიშნავს უფროსი ასტრონავტი პეტ ფორესტერი. – ”ოცნება ასრულდა, როგორი დიდი პატივია გუნდის თითოეულ წევრთან მუშაობა; ჩვენ ერთად გადავხსდებით მთვარეზე, წარმატებას მოვუტანთ კაცობრიობას, NASA-ს, შეერთებულ შტატებს და მისსია Artemis-ს.”

მთვარეზე დაბრუნება არ კმარა – ამჯერად NASA მთვარეზე დარჩენას აპირებს.

Artemis-ის პირველი გუნდის წევრები:

 ჯოზეფ აკაბა  – NASA-ს ასტრონავტი 2004 წლიდან. კოსმოსში 306 დღე გაატარა, აქედან – ღია კოსმოსში განახორციელა სამი გასვლა. კალიფორნიის მკვიდრი გეოლოგიისა და განათლების მაგისტრია; NASA-ში მისვლამდე სკოლაში მათემატიკას და მეცნიერებას ასწავლიდა.

 კეილა ბარონი  – ასტრონავტი 2017 წლიდან; ვაშინგტონელმა ქალმა-ასტრონავტმა ბაკალავრის ხარისხი სისტემების ინჟინერიაში მიიღო, ახლა კი ბირთვული საინჟინრო სისტემების მაგისტრის ხარისხს ფლობს. ის უკვე წლებია, რაც აშშ სამხედრო ძალების ბირთვული წყალქვეშა ნავის ეკიპაჟის სრულუფლებიანი წევრია.

 რაჯა ჩარი  – ასტრონავტი 2017 წლიდან. ის აშშ სამხედრო-საფრენოსნო ძალების გენერალია; აიოვას შტატის მკვიდრი კოსმოსური ინჟინერიის ბაკალავრი და აერონავტიკისა და ასტრონავტიკის მაგისტრია; NASA-ში მისვლამდე ის აშშ საზღვაო აკადემიის F-15E და F-35 თვითმფრინავების საპროექტო ჯგუფის წევრი იყო და მფრინავ-გამომცდელადაც მუშაობდა.

 საზღვაო ძალების F-35 თვითმფრინავები:

 მეთიუ დომინიკი –  ასტრონავტი 2017 წლიდან; დაიბადა და გაიზარდა კოლორადოში; ელექტრონული ინჟინერიის ბაკალავრი და კოსმოსური სისტემების ინჟინერიის მაგისტრი; NASA-ში მისვლამდე ისიც აშშ საზღვაო აკადემიის საჰაერო ძალებში მუშაობდა მფრინავ-გამომცდელად.

 ვიქტორ გლოვერი –  ასტრონავტი 2013 წლიდან, კალიფორნიის მკვიდრი, აშშ საზღვაო ძალების ოფიცერი; აქვს მაგისტრის რამდენიმე ხარისხი საფრენოსნო ტესტებისა და სისტემების ინჟინერიაში, სამხედრო ოპერაციებში, ხელოვნებასა და მეცნიერებაში. ის იყო Crew-1 Dragon Resilience-ს პილოტი, და ამჟამად საერთაშორისო კოსმოსური სადგურის 64-ე ეკიპაჟის ინჟინერია.

 უორენ ჰობურგი  – პენსილვანიის შტატის მკვიდრი, ასტრონავტი 2017 წლიდან. ის აერონავტიკისა და ასტრონავტიკის მაგისტრი და ელექტრო-ინჟინერიისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა დოქტორია. NASA-ში მისვლამდე მასაჩუსეთსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ასისტენტ-პროფესორი და სეზონური სამძებრო-სამაშველო სამსახურის წევრი იყო.

 ჯონი კიმ  – NASA-ს უმცროსი ასტრონავტი 2017 წლიდან. დაიბადა ლოს-ანჟელესში და სკოლის დამთავრებისთანავე აშშ საზღვაო ძალებს შეუერთდა, სადაც მათემატიკის მაგისტრის ხარისხი მიიღო; შემდეგ კი – მედიცინის დოქტორის.

 ქრისტინა ჰემოკ კოხი –  ასტრონავტად 2013 წელს მიიღეს; ის პირველი ქალია, რომელმაც საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე 328 დღე გაატარა და ღია კოსმოსში ექვსი გასვლა განახორციელა. ქრისტინა ჩრდილოეთ ქეროლაინიდანაა, ის ელექტრული ინჟინერიისა და ფიზიკის მაგისტრია.

 კიელ ლინდგრენი –  ასტრონავტი 2009 წლიდან; კოსმოსში 141 დღე გაატარა და ღია კოსმოსში ორი გასვლა განახორციელა; დაიბადა ტაივანში, არის ბიოლოგიის ბაკალავრი და გულსისხლძარღვთა სისტემების ფიზიოლოგიისა და მედიცინის დოქტორი; ასტრონავტობამდე კოსმოსური შატლების და კოსმოსური სადგურის ეკიპაჟების შესარჩევი კომისიის უფროს ექიმად მუშაობდა.

2024 წელს მთვარეზე პირველი ქალი-ასტრონავტიც დაადგამს ფეხს.

 ნიკოლ მანი –  ასტრონავტი 2013 წლიდან, ”Boeing”-ის კოსმოსური ხომალდის  – CST-100 Starliner-ის მფრინავი-გამომცდელი. მექანიკური ინჟინერიის მაგისტრი ქალი დაიბადა კალიფორნიაში, სადაც წლების განმავლობაში მსახურობდა აშშ საზღვაო ძალებში; პოლკოვნიკ-ლეიტენანტის წოდების მიღების შემდეგ თვითმფრინავ F/A-18 fighter-ის მფრინავ-გამომცდელად მუშაობდა.ავიაკომპანია ”Boeing”-ის კოსმოსური ხომალდი  – CST-100 Starliner

 ენი მაკლეინი – ვაშინგტონის შტატის მკვიდრი, ასტრონავტი 2013 წლიდან; ასტრონავტმა ქალმა კოსმოსში 204 დღე გაატარა, ღია კოსმოსში გავიდა ორჯერ. ის აშშ არმიის პოლკოვნიკ-ლეიტენანტი და უფროსი ავიატორია; დაამთავრა აშშ სამხედრო-საზღვაო ძალების მფრინავ-გამომცდელთა სკოლა, არის აეროკოსმოსური ინჟინერიისა და საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრი.

 ჯესიკა მეიერი –  ასტრონავტი 2013 წლიდან; კოსმოსურ სადგურზე 205 დღე გაატარა და ღია კოსმოსში სამი გასვლა განახორციელა; არის კოსმოსურ მეცნიერებათა მაგისტრი და ზღვის ბიოლოგიის დოქტორი;  NASA-ში მისვლამდე ექსტრემალურ გარემოში მცხოვრები ცხოველების ფიზიოლოგიას შეისწავლიდა.

 ჟასმინ მოგბელი –  ასტრონავტი 2017 წლიდან; აშშ საზღვაო-სამხედრო ძალების მაიორი. გაიზარდა ნიუ-იორკის შტატში, აეროკოსმოსური ინჟინერიის მაგისტრი, ამასთან – აშშ საზღვაო-სამხედრო ძალების მფრინავი გამომცდელია, კერძოდ H-1 შვეულმფრენების მართვის სპეციალისტი.

 ქეით რუბინსი –  ასტრონავტი 2009 წლიდან, ამჟამად ახორციელებს მეორე ფრენას საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ბორტზე. კალიფორნიის შტატის მკვიდრი მოლეკულური ბიოლოგიის მაგისტრი და სიმსივნური პათოლოგიების ბიოლოგიის დოქტორია. ღია კოსმოსში გავიდა ორჯერ; პირველი მეცნიერია, რომელმაც კოსმოსში დნმ-ს ნუკლეოტიდების თანმიმდევრობების გაშიფვრა (სიქვენსირება) განახორციელა.

 ფრენკ რუბიო –  ასტრონავტი 2017 წლიდან, აშშ არმიის პოლკოვნიკ-ლეიტენანტი; დაიბადა მაიამიში, ფლორიდის შტატში. საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრი, მედიცინის დოქტორი. NASA-ში მისვლამდე წლების განმავლობაში იყო შვეულფრენ ”შავი ქორი”(Blackhawk)-ის პილოტი და სამხედრო ქირურგი.

 სკოტ თინგლ –  NASA-ს ასტრონავტი 2009 წლიდან; აშშ საზღვაო ძალების კაპიტანი; კოსმოსში 168 დღე გაატარა, ღია კოსმოსში ერთი გასვლა განახორციელა. მექანიკური ინჟინერიის მაგისტრი და აშშ საზღვაო ძალების მფრინავი-გამომცდელია.

 ჯესიკა უოთქინს –  ასტრონავტი 2017 წლიდან, კოლორადოს შტატის მკვდრი; გარემოსდაცვითი სისტემებისა და მეცნიერებების მაგისტრი, გეოლოგიის დოქტორი. ასტრონავტობამდე კალიფორნიის ტექნოლოგიის ინსტიტუტში მუშაობდა მარსის სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიის – მარსმავალ ”Curiosity”-ს დამპროექტებელ სამეცნიერო ჯგუფში.

 სტეფანი უილსონი –  ასტრონავტი 1996 წლიდან; კოსმოსური შატლების სამი მისსიის ვეტერანი მფრინავი. კოსმოსში 42 დღე გაატარა. დაიბადა მასაჩუსეთსის შტატში, არის აეროკოსმოსური ინჟინეიის მეცნიერებათა მაგისტრი. ასტრონავტობამდე  NASA-ს რეაქტიული ძრავების ლაბირატორიაში, იუპიტერისკენ გაგზავნილი კოსმოსური ხომალდის – Galileo დამპროექტებელ ჯგუფში მუშაობდა.

იხილეთ ასტრონავტების წარდგენა:

მეტი ინფორმაცია Artemis-ის გუნდის შესახებ: https://www.nasa.gov/artemisteam.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.