NASA-მ, მთვარეზე დასაშვები მოდულებისთვის 3 კომპანია შეარჩია

 30 აპრილს, NASA-მ ოფიციალურად დაასახელა სამი კომერციული კონტრაქტორი, რომლებიც კოსმოსური სააგენტოს მთვარის ათვისების პროგრამაში ჩაერთვებიან. პროგრამა ”არტემისი”-ს ფარგლებში, 2024 წელს, მთვარის სამხრეთ პოლუსზე ორი ასტრონავტი უნდა ჩავიდეს, ხოლო მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში მთვარეზე პირველი მცირე დასახლება უნდა იყოს. მთვარეზე დასაშვები მოდულები -- ლენდერები, ასტრონავტების დედამიწასა და მთვარეს შორის ტრანსპორტირებისთვის იქნება გამოყენებული. SpaceX-ის, Dynetics-ის და Blue Origin-ის გუნდებს, მთვარის პროგრამის განხორციელებასთან მიმართებაში, სხვადასხვა მიდგომები აქვთ.

 SpaceX, Dynetics და Blue Origin, საწყისი სამუშაოებისთვის, 967 მილიონ დოლარს გაინაწილებენ, რაც 10 თვეზე უნდა გადაიანგარიშონ; მეორე ეტაპზე NASA ამ სამეულიდან მხოლოდ ერთ ან ორ გუნდს დააფინანსებს, რომ სამუშაო ბოლომდე მიიყვანონ; საბოლოოდ, ამ კომპანიებმა მთვარესა და დედამიწას შორის ასტრონავტების გადაყვანის სიმულაციის დემონსტრირება უნდა მოახდინონ. NASA-ს მთვარის ბაზის 2024 წლის კონცეფცია.

 მთვარის კერძო დასაშვები მოდულებისთვის NASA-მ სამი კომპანია: Blue Origin, Dynetics და SpaceX შეარჩია. პროგრამა Artemis-ის ფარგლებში ისინი მთვარეზე ასტრონავტების ტრანსპორტირებას განახორციელებენ. © NASA.

 მთვარის დასაშვები მოდულის განვითარებას SpaceX-ი თავისი პროგრამის ”Starship” ფარგლებში გეგმავს; ეს არის ე.წ. ”ღრმა კოსმოსში ტრანსპორტირების სისტემა”, რომლის შეუშავებაც ილომ მასკმა ”მარსის ეკონომიური კოლონიზაციის” განხორციელებისთვის წამოიწყო.

SpaceX-ის მეგა-რაკეტა ”Starship”

 SpaceX-ის უზარმაზარი ხომალდი ”Starhip” წელიწადში დაახლოებით 1000 გაფრენას განახორციელებს. ილონ მასკის განცხადებით: “10 რაკეტა დედამიწის ორბიტაზე ჯამში 1 მეგატონა ტვირთს გაიტანს. მარსის კოლონიზაციისთვის განკუთვნილი ხომალდები კიდევ უფრო დიდი იქნება, გაცილებით უფრო დიდი.” SpaceX-ის რაკეტა მარსის კოლონიზაციისთვის -- Starship.

 50 მეტრის სიმაღლის ”Starship” კოსმოსში გიგანტური რაკეტა-მატარებლის ”Super Heavy ” მეშვეობით გაიგზავნება; სისტემის ორივე კომპონენტი მრავალჯერადი გამოყენების იქნება: ”Super Heavy” (”ზემძიმე”) ატმოფეროს მაღალი ფენებიდანვე განახორციელებს ვერტიკალურ დაჯდომას, ხოლო ”Starship” მისიას განაგრძობს. -”როგორც მთვარის, ასევე მარსის პროგრამაშიც, ”Super Heavy” მხოლოდ დედამიწის გრავიტაციის დასაძლევად გამოიყენება.” -- აღნიშნავს მასკი. -”Starship” იმდენად მძლავრია, რომ შეუძლია დამოუკიდებლად დაეშვას მთვარეზე (ან მარსზე) და უკან დაბრუნდეს. გარდა ამისა, ერთ ჯერზე ”Starship” 100 ადამიანის გადაყვანას შეძლებს, ასე რომ, NASA-ს მიერ 2024 წლის მისიის ფარგლებში ორი ასტრონავტის ტრანსპორტირება ამ სარაკეტო სისტემისთვის არაფერია. ჩვენ რაკეტის სრულ სიმძლავრეს გამოვიყენებთ და მთვარეზე 100 ტონა ტვირთსაც ჩავიტანთ.”

 კომპანია SpaceX-ის კონცეფციის მიხედვით მასიური ხომალდი ”Starship” მთვარის დასაშვები მოდულის ფუნქციასაც შეითავსებს და NASA-ს Artemis-ის ასტრონავტების ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს. @SpaceX.

 მთვარის ათვისების პროგრამის ფარგლებში წარმოდგენილი ეს ახალი ინიციატივები ორი კომპანიის უკვე არსებული თანამშრომლობის გაღრმავებას შეუწყობს ხელს. 2020 წლის აპრილში SpaceX-მა და NASA-მ ხელი მოაწერეს ცალკე მემორანდუმს, რომლის მიხედვითაც SpaceX მთვარის პატარა სადგურის, Gateway-ს მშენებლობისთვის საჭირო ტვირთების გადაზიდვას აწარმოებს. ამ მიზნით უკვე მოქმედი ”Dragon” სატვირთო კაფსულის ყველაზე დიდი ვერსია იქნება გამოყენებული. NASA-ს მთვარის ათვისების პროგრამა ”Artemis”.

 Dynetics-ის 2-ადგილიანი დასაშვები მოდული

  Dynetics-ი Artemis-ის ადამიანების დასაშვები სისტემების გამორჩეული დიზაინისთვის  შეარჩიეს (იხ. ანიმაცია).

 ერთსაფეხურიანი ”Starship” სისტემისგან განსხვავებით, კომპანია Dynetics-ის მთვარეზე ჩასვლის დაგეგმილი პროცესი ორი განსხვავებული ეტაპის ერთობლიობაა. –”ჩვენ დაშვებისა და აფრენის ტრადიციულ ელემენტებს გამოვიყენებთ.”- აღნიშნავს ლისა უოთსონ-მორგანი, NASA-ს მარშალის კოსმოსური ფრენების ცენტრთან არსებული  ადამიანების დასაშვები სისტემების პროგრამის მენეჯერი. -“ჩვენი მოდული მთვარეზე ადამიანების უსაფრთხო დაშვებას ემსახურება: მართვის შეწყვეტა და დედამიწაზე დაბრუნება ოპერირების ნებისმიერ ეტაპზე იქნება შესაძლებელი, ხოლო მთვარეზე ზედაპირთან ძალიან ახლოს დავეშვებით, რომ ასტრონავტებს კიბეზე ფორთხვა არ დასჭირდეთ.” -- აცხადებს უოთსონ-მორგანი.

 Dynetics-ის მთვარეზე დასაშვები მოდულის კონცეფცია; Dynetics სამიდან ერთ-ერთი კერძო ამერიკული კონტრაქტორია, რომელიც NASA-მ მთვარის ათვისების პროგრამის Artemis ფარგლებში შეარჩია. @Dynetics.

 Dynetics-ის ასტრონავტების დასაშვები მოდული ორი ასტრონავტის გადასაყვანადაა განკუთვნილი. მოდულს შეუძლია უზრუნველყოს მათი გადაადგილება მთვარის ორბიტასა და ზედაპირს შორის, ასევე -- მთვარის ზედაპირზე მყოფ ორ ადამიანს შეუძლია იქ დაახლოებით ერთი კვირა გაატაროს. თუ საჭიროება მოითხოვს, ტვირთისთვის განკუთვნილი სათავსო დამატებით ორი ასტრონავტის გადასაყვანადაც შეიძლება გამოვიყენოთ (მაგ. სამაშველო მისია, სწრაფი ტრანსპორტირება და ა.შ.).

Blue Origin-ის ”ეროვნული გუნდი”

 Blue Origin-ის ”ეროვნული გუნდი” სხვა კომპანიებსაც მოიცავს. ესენია: Lockheed Martin, Northrop Grumman, და Draper. სრული ვიდეო: NASA picks SpaceX, Dynetics and Blue Origin-led team to develop Artemis moon landers.

 Draper-ის გუნდს პირადად Blue Origin-ის დამაარსებელი და მფლობელი ჯეფ ბეზოსი ხელმძღვანელობს. ეს ჯგუფი სამ-ეტაპიან საინჟინრო კონცეფციაზე მუშაობს, რაც დაშვების, აფრენის და ტრანსფერის ელემენტებს მოიცავს.

 დაშვების ეტაპი Blue Origin-ის მიერ ადრე შემუშავებულ Blue Moon მოდულის და BE-7 ძრავის გამოყენებას ითვალისწინებს; ამ პროექტებზე კომპანია უკვე მრავალი წელია მუშაობს. კონცეფციაში გამოიყენება Lockheed-ის მრავალწლიანი გამოცდილება, რომელიც კომპანიამ ეკიპაჟის Orion კაპსულის შემუშავების პროცესში მიიღო. Lockheed უკვე დიდი ხანია NASA-ს უშუალო კონტრაქტორია და მის მრავალ პროექტს ახორციელებს.

კომპანია Blue Origin’-ის ”ეროვნული გუნდის” მთვარეზე დასაშვები მოდულის კონცეფცია; გუნდი რამდენიმე კომპანიას მოიცავს: Lockheed Martin, Northrop Grumman და Draper. @Blue Origin.

 ტრანსფერის ელემენტი Northrop Grumman-ის მფრინავ გედს ეფუძნება, რომელიც, NASA-სთან რამდენიმე წლის წინ დადებული კონტრაქტის საფუძველზე, უკვე ახორციელებს რობოტულ სატვირთო მისიებს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე. Draper-ის კომპეტენცია კი დაშვების მართვის და ფრენის მანევრირების სისტემებია.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.