გალაქტიკების ფორმირებისა და ევოლუციის შესწავლაში მაგნიტურ ველს თუ შეუძლია დაგვეხმაროს? ამის გასარკვევად, ბოინგ 747-ზე მოთავსებული ნასას მფრინავი ობსერვატორია SOFIA, ახლოს მდებარე სპირალურ გალაქტიკა M77-ს, ინსტრუმენტ HAWC+-ის საშუელებით უმზერდა. მაგნიტური რუკის შედგენა პოლარიზებულ ინფრაწითელ გამოსხივებაზე დაკვირვებით ხდებოდა (ელექტრომაგნიტური ტალღების პოლარიზაცია), რომელსაც სივრცეში მაგნიტური ველის მიერ ორიენტირებული კოსმოსური მტვრის წაგრძელებული ნაწილაკები ასხივებს. HAWC+-ით მიღებული გამოსახულება გვიჩვენებს, რომ მაგნიტური ველი, M77-ის სპირალურ მკლავებს შიგნიდან შემოხაზავს. ეს მკლავები გაზ-მტვერსა და ვარსკვლავებზე შესქელებათა (სიმკვრივის) ტალღების ზემოქმედებით წარმოიქმნება. ამ ტალღების გაჩენის მიზეზია – გალაქტიკის ოვალური სტრუქტურების გრავიტაცია. ამ სურათზე, HAWC+-ის მიერ მიღბეული გამოსახულება რენტგენის დიფუზური გამოსხივების რუკაზეა დადებული, რომელიც ნასას NuSTAR შეადგინა, ასევე “ჰაბლითა” და სლოანის ცის ციფრული დამზერის ხილული დიაპაზონის ფოტოებზე. ვეშაპის თანავარსკვლავედში (1) მდებარე M77-მდე მანძილი 47 მილიონი სინათლის წელია (ჩვენი გალაქტიკის მაგნიტური ველი ”პლანკისგან”).
M77-ის მაგნიტური ველი
Posted by