M46 და M47: ახალგაზრდობა და სიბერე

ვარსკვლავთა უმრავლესობა გროვებში ყალიბდება.



 გალაქტიკური, ან გაფანტული ვარსკვლავური გროვები, საკმაოდ ახალგაზრდა და ელვარე ვარსკვლავების თავმოყრის ადგილებია, ისინი გალაქტიკური სიბრტყის მახლობლად ერთად ჩამოყალიბდნენ. ორი საუკეთესო მაგალითია – გროვა M46 და M47, ცაზე მათ შორის მანძილი სულ რაღაც 1 გრადუსია. სინამდვილეში M46-მდე 5400 სინათლის წელია, ხოლო M47-მდე 1600 სინათლის წელი. M46-ის ასაკი დაახლოებით 300 მილიონი წელია, მის შემადგენლობაში რამდენიმე ასეული ვარსკვლავია და 30 სინათლის წლის ზომის სივრცეს იკავებს. M46-ი 80 მილიონი წლისაა, ზომით უფრო პატარაა, თუმცა უფრო გაშლილი: მასში 50 ვარსკვლავი იკავებს ფართობს, რომელიც დაახლოებით 10 სინათლის წელს უტოლდება. ამ ფოტოზე კოსმოსურ ახალგაზრდობასთან ერთად ხნიერი „კონტრაბანდისტიც“ მოყვა. მანათობელი გაზების პატარა ფერადი წრე M46-ში, ეს პლანეტარული ნისლეული NGC 2438-ია, მზისმაგვარი ვარსკვლავის სიცოცხლის(1) ბოლო ფაზა, რომლის ასაკი რამდენიმე მილიარდი წელია. NGC 2438 სულ რაღაც 3000 სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს, ის აშკარად ახალგზარდა M46-ის წინ იმყოფება, მისი გროვაზე პროეცირება კი მხოლოდ შემთხვევითობაა.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.