ღია ვარსკვლავთგროვა M44

 M44, მზის სისტემასთან ყველაზე ახლოს მდებარე ერთ-ერთი ვარსკვლავთგროვაა. ამ ბაგის ან სკის სახელით ცნობილ ახალგაზრდა ვარსკვლევბისგან შემდგარ გროვამდე 600 სინათლის წელია. M44-ს  და მზესთან კიდევ უფრო ახლოს მდებარე გროვა ჰიადებს, კუროს თანავარსკვლავედის მიმართულებით, ერთნაირი ასაკი და მოძრაობის მიმართულება აქვთ, ამიტომ ერთ დიდ მოლეკულურ ღრუბელში უნდა იყონ დაბადებული. M44 ღია ვარსკვლავთგროვაა, ზომით დაახლოებით 15 სინათლის წელი. მასში ათასამდე ვარსკვლავია და ცაზე, კიბორჩხალას თანავარსკვლავედში, სამი სავსე მთვარის ზომას იკავებს. მისი დანახვა შეუიარაღებელი თვალით არის შესაძლებელი და უძველესი დროიდან არის ცნობილი. მეთვრამეტე საუკუნემდე დიდი ხნით ადრე, სანამ მას შარლ მესიე M44-ის სახელით შეიყვანდა კატალოგში, სუსტ ღრუბელს ან ციურ ნისლს უწოდებდნენ. მასში ცალკული ვარსკვლავების გარჩევა მხოლოდ ტელესკოპის გამოგონების მერე მოხერხდა. გროვა, ბინოკლით აღჭურვილი ცის თანამედროვე დამკვირვებლებისთვის პოპულარული სამიზნეა. ჯგუფური ვარსკვლავური პორტრეტი ასახავს მოყვითალო შეფერილობის რამდენიმე ცივ წითელ გიგანტს, რომლებიც დომინანტი მთავარი მიმდევრობის კაშკაშა, ცხელი, ლურჯი ვარსკვლავების ფონზეა მიმოფანტული. ეფექტური დიფრაქციული პიკები, რომლებიც ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავებს გამოჰყოფს, ტელესკოპის ოპტიკური მოწყობილობით არის გაჩენილი (15 ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავური გროვა).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.