M16: შემოქმედი სვეტები

 ეს საყოველთაოდ ცნობილი გამოსახულება მიღებულია ფოტოსურათებით, M16 HUBBLEრომლებიც ედუინ ჰაბლის(”ჰაბლი” – ფრენა ჰაბლის ექსტრემალურად ღრმა სივრცეში) სახელობის კოსმოურმა ტელესკოპმა 1995 წელს გადაიღო. გამოსახულებაზე, გაფანტვის პროცესში მყოფი გაზის გლობულებია(შენადედები. Evaporating Gaseous Globules – EGGs – კვერცხები) წარმოდგენილი, რომლებიც მოლეკულური წყალბადისა და მტვრისგან ჩნდება. გიგანტური სვეტების სიგრძე რამდენიმე სინათლის წელია, ისინი ისეთი სქელია, რომ საკუთარი გრავიტაციით იკუმშება და ვარსკვლავებს წარმოქმნის. ახალგაზრდა ელვარე ვარსკვლავების გამოსხივება, ყოველი სვეტის კიდეზე, გაიშვიათებულ მატერიას ანიავებს და ვარსკვლავურ აკვანს აშიშვლებს. არწივის ნისლეულსა და მასთან დაკავშირებულ გაფანტულ ვარსკვლათგროვა M16-მდე მანძილი დაახლოებით 7000 სინათლის წელია(უჩვულო გლობულა IC 1396; გლობულები გაქცეულ წიწილაში; თექერეის გლობულები)(პირველი ფოტოს ავტორია ქართველი ასტრო ფოტოგრაფი დავით დვალი(2014 წ.).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.