LISA

 ერთ-ერთი პროექტი, რომელზეც ნასას უარის თქმა მოუხდა, არის ევროპის კოსმოსური კვლევების სააგენტოსთნ(ESA) ერთად წამოწყებული გრავიტაციული ტალღების დეტექტორი LISA(Large Synoptic Survey Telescope). დეტექტორი სამი თანამგზავრისგან შედგება, რომლებიც ლაზერის საშუალებით აფიქსირებენ მათ ბორტზე არსებული მცირე ზომის ტვირთების უმცირეს წანაცვლებას, რაც მათში გრავიტაციული ტაღების გავლის დროს, დრო-სივრცის გეომეტრიაში მომხდარი შეშფოთებების გამო შეიძლება მოხდეს, აინშტაინის ფარდობითობის ზოგადი თეორიის მიხედვით. პროექტზე უნდა დახარჯულიყო 2,4 მილიარდი დოლარი. აქედან ნასას წილი 1,5 მილიარდს შეადგენდა.

 ESA-ს წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ გააგრძელებენ დეტექტორის შექმნაზე მუშაობას, თუმცა ტექნიკური მხარე მნიშვნელოვნად იქნება შეკვეცილი. ორი სააგენტოს თანამშრომლობა ამ საკითხთან დაკავშირებით მაინც გაგრძლდება. ამასთნ ერთდ ნასა თვითონ დაიწყებს გრავიტაციული ტალღების შესწავლას საკუთარი დეტექტორით, თუმცა ის არ იქნება ისეთი სრულყოფილი, როგორიც LISA-ა.

 კიდევ ერთი პროექტი, რომლიდანაც ნასას ფინანსების გამო გამოსვლა მოუხდა არის რენტგენული ობსერვატორიის შექმნა, ზემასიური შავი ხვრელების შესასწავლად შორეულ გალაქტიკებში, მისი ღირებულება 3,1 მილიარდი დოლარია. ამ ობსერვატორიას, ამჟმად ორბიტაზე მყოფი ჩანდრას(NASA) და XMM-ნიუტონის(ESA) საქმე უნდა გაგრძელებინა.

 2011 წლის ბოლოსთვის ნასას ბიუჯეტი 18,5 მილიარდი დოლარი იქნება – ეს შარშანდელზე 240 მილიონი დოლარით ნაკლებია, აზუსტებს პორტალი Space.com.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.