ის, რასაც ფოტოზე ხედავთ, ავანგარდისტი მხატვრის მიერ გაფორმებული საკონცერტო დარბაზი არ გეგონოთ. 400 კვადრატული მეტრი ფართობის შენობა, რომელიც მახვილკუთხიანი ელემენტებით არის შევსებული, კოსმოსური აპარატების ანტენათა გამოსაცდელ პოლიგონს წარმოადგენს.
HERTZ – ევროპის ჰიბრიდული რადიოსიხშირული და ანტენების გამოსაცდელი ზონა, ნორდუეიქში მდებარეობს(ნიდერლანდები). მისი 10 მეტრი სიმაღლის კედლები, 45 სანტიმეტრიანი, სპეციალური ნარევით დამზადებული ქაფის პირამიდებით არის გაწყობილი, რითაც გარედან შემომავალი ელექტრომაგნიტური გამოსხივების ბლოკირება ხდება.
აქ ორი ტიპის გამოცდა ტარდება, ყველა მიმართულების ანტენების, რომლებიც ჩვეულებრივ, მარსმავლებზე და სხვა დასაშვებ აპარატებზე გამოიყენება, ორბიტაზე მოძრავ თანამგზავრებთან კავშირის დასამყრებლად და ანტენების კალიბრირებისთვის, რომლებსაც მიმართულების ძალიან ვიწრო დიაგრამა გააჩნია, კოსმოსურ თანამგზავრებთან პირდაპირი კონტაქტის დასამყარებლად(”ვოიაჯერ-1”-ის რადიო სიგნალი).
ანტენებიდან გამოსხივებული რადიოტალღები, ნახშირბადის შემცველ ამრეკლებზე მრავალჯერ აირეკლება, რაც ინჟინრებს სინათლის სიჩქარით მოძრავი სიგნალების მილიონობით და მილიარდობით კილომეტრზე გავრცელების მოდელირების საშუალებას აძლევს.
უახლოს მომავალში, HERTZ-ში გამოცდიან აპარატის ანტენებს, რომელიც 2022 წელს იუპიტერის ყინულოვანი მთვარეების შესასწავლად გაფრინდება JUICE(Jupiter Icy Moons Explorer). ამ აპარატის რადარის დახმარებით, ხსენებულ ბუნებრივ თანამგზავრებზე არსებული თხევადი წყლის ტბების, ზღვებისა და ოკეანეების კვლევა იგეგმება. თუ გამოცდამ წარმატებით ჩაიარა, რადარის ანტენები HERTZ-ის კედლებს დატოვებს და კოსმოსში გასაგზავნად მზად იქნება(ელექტრომაგნიტური გამოსხივება).