ვარსკვლავი HD190073 ახალგაზრდა ქიმიურად პეკულარული ვარსკვლავია, ასეთებს ძლიერი მაგნიტური ველი ახასიათებთ, სპექტრული კლსით А0.
ვარსკვლავური მაგნიტური ველი, მთავარი მიმდევრობის ვარსკვლავებში, დენგამტარი პლაზმის(1) მოძრაობით წარმოიქმნება. ამ მოძრაობას კონვექცია იწვევს, რომელიც ვარსკვლავის ბირთვიდან ზედაპირზე ენერგიის გადატანის ერთ-ერთი სახეობაა, ნივთიერებათა ფიზიკური გადაადგილებით. ლოკალური მაგნიტური ველები პლაზმაზე მოქმედებენ, რის გამოც დამაგნიტებული ადგილები დანარჩენ ზედაპირზე გაცილებით მაღლა იწევენ და ფოტოსფერომდეც კი აღწევენ.
HD190073 პარიზელმა ასტრონომებმა მიწისზედა ტელესკოპებით შეისწავლეს და დაადგინეს, რომ მისი ბირთვი ვარსკვლავის მაგნიტური ველის ძლიერ რყევას იწვევს. ჩვეულებრივი მასიური ვარსკვლავებვისგან განსხვავებით, რომლებსაც საკმაოდ სტაბილური ველი გააჩნიათ და მას ფაქტიურად მთელი სიცოცხლე ინარჩუნებენ, პეკულარულ HD190073-ში ყველაფერი სხვაგვარად ხდება. მეცნიერები თვლიან, რომ ვარსკვკლავის ბირთვში პერიოდული მოძრაობები ხდება, რაც მისი საკმაოდ ძლიერი მაგნიტური ველის რყევას იწვევს.
ამ ვარსკვლავზე 2004-დან 2009 წლამდე ტელესკოპით ”კანადა-საფრანგეთი-ჰავაი” დაკვირვებისას მაგნიტური ველი სტაბილურად გამოიყურებოდა, ხოლო 2011-12 წლებში მასში ძლიერი რყევები გამოვლინდა. ვარსკვლავის მაგნიტური ველი შესამჩნევად გადაადგილდა და არ ემთხვევა ბრუნვის ღერძს. მეცნიერები უცნაური ფაქტის ახსნაზე მუშაობენ.