GW200115: შავი ხვრელისა და ნეიტრონული ვარსკვლავის შერწყმის სიმულაცია

 რა ხდება, როდესაც შავი ხვრელი ნეიტრონულ ვარსკვლავს შთანთქავს? ანალიზი გვიჩვენებს, რომ ამ მოვლენამ გრავიტაციული ტალღების წყარო GW200115 წარმოქმნა, რომელიც 2020 წლის იანვარში, ობსერვატორიებმა LIGO და Virgo-მ დაარეგისტრირა. ამ უჩვეულო მოვლენის უკეთესად აღსაქმელად, კომპიუტერული მოდელირების შედეგები ვიზუალიზირებული იქნა. თავიდან, 6 მზის მასის შავი ხვრელი და 1,5 მზის მასის ნეიტრონული ვარსკვლავი, ერთმანეთის გარშემო ბრუნავს და მზარდი სიმძლავრის გრავიტაციულ ტალღებს უშვებს. გრავიტაციული ტალღების მიერ “დახატული” ჩუქურთმები ლურჯად არის წარმოდგენილი. კომპაქტურ ობიექტთა წყვილი, სულ უფრო მზარდი სიჩქარით, სპირალური ტრაექტორიებით უალხოვდება ერთმანეთს, სანამ ნეიტრონულ ვარსკვლავს მთლიანად შთანთქავს შავი ხვრელი. შეჯახების მომენტში ნეიტრონული ვარსკვლავი საერთოდ არ იშლება, ამიტომ სინათლე თითქმის არ გამოსხივდება, რასაც თანმხლები ოპტიკური ანთების არ არსებობაც ადასტურებს. შერწყმის შემდეგ შავი ხვრელი სწრაფად იღებს მდგრად ფორმას და გრავიტაციული ტალღების გამსხივება წყდება. 30 წამიანი ვიდეო ხანმოკლედ შეიძლება მოგვეჩვენოს, სინამდვილეში კი ის ათასჯერ მეტი ხანი გრძელდება, ვიდრე შერწყმის რეალური პროცესი (გრავიტაციული ტალღების აღმოჩენის მნიშვნელობა ყველასათვის გასაგებ ენაზე; კიდევ გრავიტაციული ტალღების შესახებ).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.