გასული წლის განმავლობაში, გამოსხივების ელექტრომაგნიტურ სპექტრში ხილული ზეცა, სხვა ტიპის გამოსხივებაშიც გახდა ჩვენთვის ხილული – ფიზიკოსებმა, დრო-სივრცის რხევები აღმოაჩინეს. კოლაბორაცია LIGO-მ, სამი თვის წინანდელი ისტორიული პირველი რეგისტრირების შედმეგ, კიდევ ერთი გრავიტაციული ანთების რეგისტრირება მოახერხა. წყაროს სახელიდან გამომდინარე – GW151226, რეგისტრირება 2015 წლის დეკემბრის ბოლოს მოხდა. მისი დაფიქსირება LIGO-ს ორი ერთნაირი დანადგარით განხორციელდა, რომლებიც ვაშინგტონისა და ლუიზიანას შტატებშია (ა.შ.შ.) განთავსებული. წარმოდგენილ ვიდეოფილმში ნაჩვენებია, როგორ იცვლებოდა ჰანფორდში (ვაშინგტონი) არსებული დეტექტორით რეგისტრირებული GW151226-ს სიხშირე დროთა განმავლობაში. გრავიტაციული ტალღების მასხივებელი სისტემა, ორი შავი ხვრელისგან შედგებოდა, 14 და 8 მზის მასით თითოეული, წითელი წანაცვლებით 0,09, ანუ ჩვენიდან 1,4 მილიარდი სინათლის წლის მანძილზე. აღსანიშანვია, რომ გრავიტაციული გამოსხივების ინტენსიურობა და სიხშირე (აქ წარმოდგენილია ხმით), შავი ხვრელების შერწყმის ბოლო წამებზე აღწევს მაქსიმუმს. LIGO მუშაობას აგრძელებს, იზრდება მისი მგრძნობელობაც. რამდენიმე წლის მერე, გრავიტაციული ტალღების სხვა დეტექორებიც ამუშავდება და ალბათ, ცის ახალი სურათი, სამყაროს შესახებ კაცობრიობის წარმოდგენებს შეცვლის (გრავიტაციული ტალღების აღმოჩენის მნიშვნელობა ყველასათვის გასაგებ ენაზე).
GW151226: გრავიტაციული ტალღების რეგისტრირების მეორე შემთხვევა
Posted by