ახალი ნამუშევრის ჩარჩოებში ჰოლანდიელმა ფიზიკოსმა რონალდ ვან ელბურგმა გამოთქვა მოსაზრება, რომ ნეიტრინოებზე დაკვირვების დროს არ იყო გათვალისწინებული ფარდობითობის თეორიის ეფექტები. კერძოდ, ლაპარაკია იმაზე, რომ დროის გამოსაანგარიშებლად გამოყენებული GPS-ის ორბიტალური თანამგზავრები ხომ ექსპერიმეტის დროს მოძრაობდნენ ნეიტრინოების ნაკადის მიმართ.
ვან ელბურგის გათვლებით, ასეთ შემთხვევაში, დროის გაზომვა თანამგზავრების გამოყენებით მოგვცემდა მცირე დროს, ვიდრე სინამდვილეში არის. ფიზიკოსის ანგარიშით მიღებულს უნდა დაემატოს 64 ნანოწამი. OPERA-ს მონაცემებით, ნეიტრინოები კოლაიდერიდან, იტალიაში OPERA-ს დეტექტორში, 60 ნანოწამით ადრე ხვდებოდნენ.
ეს ამ ეფექტის ახსნის არა ერთად ერთი მცდელობაა. arXiv.org-ზე 90-მდე ნაშრომია გამოქვეყნებული, რომლებიც ასე თუ ისე ხსნიან ნეიტრინოების ზესიჩქარეს. ბევრი ნაშრომი შედეგების უარსაყოფადაა გაკეთებული, ნაშრომებისა, რომლებიც უფრო ადრეულ პრეპრინტებში გამოქვეყნდა arXiv.org-ზე.
მოყვანილია ასეთი ფაქტის კონტრარგუმენტებიც, რომ ნეიტრინოების სინათლისაზე მეტი სიჩქარე შეიძება აიხსნას კონის შემადგენელი ნაწილაკების ჯგუფური სიჩქარით, ოპტიკურის ანოლუგიურად. გარდა ამისა მეცნიერები სხვა და სხვა ტიპის ეკზოტიური თეორიებითაც ცდილობენ მოვლენის ახსნას – დისკრეტული დრო-სივრცე, გრავიტაციის ბიმეტრიული თეორიები და ფსევდოსკალარული პოტენციალები.
შეტყობინება სინათლეზე სწრაფი ნეიტრინოების შესახებ 2011 წლის 23 სექტემბერს გამოჩნდა. ექსპერიმენტის ჩარჩოებში ნაწილაკები, გამოსხივებული CERN-ის პროტონების სუპერსინქროტრონიდან, გადიოდნენ დედამიწის წიაღში და დეტექტირდებოდნენ OPERA-ს მიერ იტალიაში. მაშინ, მონაცემთა ანალიზით დადგინდა, რომ ნეიტრინოები სინათლის სხივზე 0,00248 პროცენტით სწრაფად მოძრაობდნენ.