Gliese 1214 b-ზე ძალიან ბევრი წყალია

 დედამიწასთან ახლოს მდებარე ეკზოპლანეტებიდან ერთ-ერთის ატმოსფერო წყლით არის გაჯერებული, თან ამ წყლის ნაწილი უჩვეულო – ”პლაზმისებრ” მდგომარეობაშია.

_ე.წ. ”სუპერდედამიწა” Gliese 1214 b ერთადერთია ცნობილ პლანეტათა შორის, რომელიც ჯუჯა ვარსკვლავი Gliese 1214-ის გარშემო ბრუნავს, დედამიწიდან 42 სინათლის წლის მანძილზე. პლანეტა დაახლოებით 70-ჯერ ახლოსაა თავის ვარსკვლავთან, ვიდრე დდამიწა მზესთან. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მისი ზედაპირის ტემპერატურა 280 გრადუსს უნდა აღწევდეს ცელსიუსით.
_იაპონელმა ასტრონომებმა 8 მეტრიანი სარკის მქონე ტელესკოპით – სუბარუ, რომელიც ჰავაიზე მდებარეობს, ამ პლანეტის ატმოსფეროში გაბნეული სინათლე შეისწავლეს. ახალი მონაცემების ძველთან გაერთიანებით, მათ დაასკვნეს, რომ ეკზოპლანეტის ატმოსფერო დიდი რაოდენობით წყალს შეიცავს. მაღალი ტემპერატურისა და წნევის გამო ეს წყალი არის მდგომარეობაში, რომელიც დედამიწაზე შეუძლებელია, კერძოდ, მყარი,თხევადი და აირადი მდგომარეობიდან პლაზმისებრ ან რაიმე სხვა მდგომარეობაშია გადასული.
_”სუპერდედამიწების” შესწავლას ის ართულებს, რომ ძნელი სათქმელია, აქვთ თუ არა მათ მყარი ზედაპირი, თუ გაზურ გიგანტებს უახლოვდებიან აღნაგობით. ამის გამო ვერ ხერხდება ატმოსფეროს სისქის დადგენა. ამასთან ერთად, მაღალ ტემპერატურასაც შეუძლია გავლენა მოახდინოს წყალბდისა და ნახშირბადის ქიმიაზე, რაც პლანეტის ატმოსფეროს შუქგამტარობაზე აისახება. ზუსტად არც ისაა ცნობილი, არის თუ არა მუდამ დამალული პლანეტის ზედაპირი ნისლითა და ღრუბლებით.
_ასტრონომებმა 3 შესაძლო ვარიანტი გამოყვეს, რომლებიც Gliese 1214 b-ს ატმოსფეროს ახასიათებენ:
1. გამჭვირვალე ღრმა ატმოსფერო წყალბადის დომინირებით, ანუ ხდება სპექტრის ცისფერი ნაწილის მნიშვნელოვანი გაბნევა, ხოლო წითლის ნაკლებად. შედეგად, ეკზოპლანეტიდან ერეკლილ სინათლეში, რომელსაც ჩვენ ვხედავთ, ცისფერის წილი გადამეტებულია;
2. მდიდარი წყლით სქელი ატმოსფერო. ამ შემთხვევაში ატმოსფერო ერთნაირად უნდა ატარებდეს სინათლეს სპექტრის სხვადასხვა ნაწილში;
3. გაბნეული, თუმცა ღრუბლიანი ატმოსფერო. ნახშირბად-წყალბადოვანი ნისლი, ტალღის სიგრძის მიუხედავად, სინათლის დიდ ნაწილს აკავებს.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.