გაზის ღრუბელს შეუძლია გალაქტიკა შეჭამოს? სინამდვილეში, ისინი ძალიან შორს არის ერთმანეთისგან. ის, რაც ამ ფოტოზე უცნაური „არსების“ „მარწუხებს“ ჰგავს, გაზის ღრუბელია, რომელიც კომეტური გლობულის სახელითაა ცნობილი. ჩვეულებრივ, კომეტური გლობულები მტვრით მდიდარი თავებისგან და წაგრძელებული კუდებისგან შედგება, ამიტომაც შეარქვეს კომეტური, სინამდვილეში კი მათ ბევრი არაფერი აქვთ საერთო. გლობულები, ხშირად, ვარსკვლავების დაბადების ადგილებია და ბევრი მათგანის თავში, ძალიან ახალგაზრდა ვარსკვლავების ჩანასახები დაიმზირება. ამ გლობულის თავის განადგურების მიზეზი ბოლომდე ცნობილი არ არის. გლობულის მარცხნივ მდებარე გალაქტიკა უზარმაზარია და ძალიან შორსაა, ის უბრალოდ, შემთხვევით გამოჩნდა CG4-ის გვერდით (ნისლეულები).
CG4: გლობულა და გალაქტიკა
Posted by