დიდი ელიფსური გალაქტიკები შესაძლებელია თოვლის ფიფქის პრინციპით იზრდებიან ზომებში. ამ უღიარებელი ჰიპოთეზის სასარგებლო მტკიცებულება იპოვა ასტრონომთა ჯგუფმა, რომელთა ნაშრომი ჯერჯერობით არ ქვეყნდება მეცნიერულ ჟურნალში.
კატეგორია: გალაქტიკები
გალაქტიკის ნარჩენები
მეცნიერებმა პოტსდამის ასტროფიზიკის ინსტიტუტიდან ჩვენს გალაქტიკაში აღმოაჩინეს სხვა უფრო მცირე, მეზობელი გალაქტიკის ნარჩენები. აღმოჩენილ ვარსკვლავთა ჯგუფს მერწყულის ნაკადი უწოდეს.
ჩვენი გალაქტიკის ცენტრი
ჩვენი გალაქტიკის ცენტრი ძალიან მშფოთვარე ადგილია. ხილულ დიაპაზონში ის არ ჩანს, სინათლის მშთანთქავი, სქელი ვარსკვლავური ღრუბლების გამო.
სპირალური გალაქტიკა NGC3621
კამერამ Wide Field Imager, რომელიც 2,2 მეტრი დიამეტრის ტელესკოპზე აყენია ევროპის სამხრეთულ ობსერვატორიაში(ჩილე), მიიღო გალაქტიკა NGC 3621-ის ფოტო, ის შიძლებოდა ჩაგვეთვალა სპირალური გალაქტიკების კლასიკურ ნიმუშად, რომ არა ერთი განსხვავება, მას არა აქვს ე.წ. ცენტრალური ბალჯი(სფეროსებრი შესქელება ბირთვის გარშემო).
NGC 3621 ჰიდრას თანავარსკვლავედში მდებარეობს, 22 მილიონი სინათლის წლის მანძილზე დედამიწიდან. იდეალურად ბრტყელი ფორმა იმაზე მეტყველებს, რომ ის არასოდეს შეჯახებია სხვა გალაქტიკებს.