ჟანგბადი ორიონის ნისლეულში

კოსმოსური ტელესკოპი ”ჰერშელის” ინფრაწითელმა დეტექტორებმა კოსმოსში ჟანგბადის მოლეკულები აღმოაჩინეს. მონაცემები უკვე გადამოწმებული და დამტკიცებულია NASA-ს მიერ. ჟანგბადის ცალკეული ატომები, განსაკუთრებით მასიურ ვარსკვლავებთან, ადრეც იყო შემჩნეული, თუმცა ამის დამტკიცება პირველად მოხდა.

 

ოთხკუთხა წითელი ნისლეული

როგორ წარმოიქმნა ეს წითელი ოთხკუთხა ნისლეული? ზუსტი პასუხი ჯერჯერობით არ არსებობს.  ცენტრში ხნიერი ორმაგი ვარსკვლავი მდებარეობს, რომელიც აიძულებს ნისლეულს ანათოს. ფორმას განაპირობებს სქელი მტვრის გარსი, რომელიც ქმნის გაზებისგან შემდგარ ასო იქსის(X) მაგვარ  კონუსურ ნაკადს.