სამიზნე ასტეროიდი 1999 RQ36

ყოველ 6 წელიწადში ასტეროიდი 1999 RQ36 დედამიწასთან საკმაოდ ახლოს მოდის. მასზე დაკვირვებები აქტიურად მიმდინარეობს, მუდმივად კონტროლდება რამდენიმე ობსერვატორიის მიერ, რადგან არსებობს მისი დედამიწაზე ჩამოვარდნის რისკი.

 

მისია ”ჰაიაბუსა”

 მტვერი, რომელიც აპარატმა ”ჰაიაბუსამ” დედამიწაზე ჩამოიტანა, მეცნიერებს ასტეროიდ იტოკავას წარსულის გარკვევაში დაეხმარა. ერთბაშად ექვსი სტატია გამოქვეყნდა ამ თემაზე ჟურნალ Science-ში. მოკლედ კი ამის შესახებ New Scientist  და Nature News წერენ.

დნმ-ის არამიწიერი ნაწილები მეტეორიტებში

ახალი აღმოჩენა ამტკიცებს ვარაუდს იმის შესახებ, რომ ქიმიურ პროცესებს ასტეროიდებსა და კომეტებს შიგნით შეუძლიათ წარმოქმნან ძირითადი ბიოლოგიური მოლეკულების „სააღმშენებლო მასალები“. ეს კი იმას ნიშნავს, რომ შორეულ წარსულში დედამიწაზე ჩამოცვენილ კოსმოსურ ობიექტებს შეეძლოთ ეთამაშათ მნიშვნელოვანი როლი სიცოცხლის ჩასახვაში, რასაც მეცნიერები აქამდეც ვარაუდობდნენ.

 

დედამიწის პირველი ტროელი ასტეროიდი

ტროელი ასტეროიდები, მათ სახელი ჰომეროსის ”ილიადაში” აღწერილი ტროას ომის მიხედვით მიიღეს. ისინი კოსმოსური ობიექტების საკმაოდ საინტერესო ტიპს მიეკუთვნებიან, რადგან ორბიტას სხვა პლანეტასთან ერთად იყოფენ. ტროელები აღმოაჩინეს იუპიტერთან, მარსთან და ნეპტუნთან, ახლა კი დედამიწასთანაც.

 

მეტეორიტული აფეთქებები საფრანგეთის ცაში

19 ივლისის დილას საფრანგეთის ბრეტანის მთელი რეგიონი უცნაური მოვლენის მოწმე გახდა. 5:20 წუთზე ცაში შეიმჩნეოდა თეთრი ნათება, რომელიც შდემდეგ ელვარე, ნარინჯისა და ვარდისფერ, კუდიან სფეროებად გადაიქცა.

 

მეტეორიტების ქიმიურმა მრავალფეროვნებამ მეცნიერები გააკვირვა

ორგანული ნაერთების მრავალფეროვნება ერთი და იგივე ასტეროიდში შეიძლება მნიშვნელოვნად ვარირებდეს იმ პირობების მიხედვით, რომლებშიც ყვებოდნენ ეს ნაწილები თავიანთი ”ევოლუციის” განმავლობაში. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ მეცნიერები, გააანალიზეს რა მეტეორიტული ფრაგმენტები, რომლებიც კანადის ტბა ტაგიშში ჩაცვივდა(LiveScience).

 

კიდევ ერთი საშიში ასტეროიდი

55 მილიონ ტონიანი ასტეროიდი ახლოს ჩაუფრენს დედამიწას. ამის შესახებ იტყობინებიან ნასას სპეციალისტები. კილომეტრის მეოთხედზე ცოტა მეტი ზომის ობიექტის დანახვა ჩვეულებრივი ტელესკოპითაც იქნება შესაძლებელი.