ყველაზე ცხელი პლანეტა ჩვენს გალაქტიკაში შეიძლება ყველაზე მოკლე დროში განადგურდეს. განწირულ პლანეტას ამჟამად თავისივე შემქნელი ვარსკვლავი „ჭამს“. სრულ განადგურებამდე დაახლოებით 10 მილიონი წელი დარჩა.
პლანეტა სახელად WASP-12b იმდენად ახლოსაა თავის, მზისმაგვარ ვარსკვლავთან, რომ თითქმის 1500 გრადუსამდე ცხელდება და ძლიერი გრავიტაციისაგან გაწელილი ბურთის ფორმას იღებს. ატმოსფერო სამი იუპიტერის რადიუსის გახდა და თავის მატერიას ვარსკვლავისეკენ აფრქვევს.