ნეპტუნი თავისი ღერძის გარშემო ერთ სრულ ბრუნს თითქმის 16 საათში აკეთებს. ამიტომ მზის სისტემის უშორესი გაზური გიგანტის ეს 4 ფოტო, გადაღებული ოთხ საათიანი ინტერვალებით, ერთ ნეპტუნისეულ დღეს ფარავს.
ყველაფერი ასტრონომიის შესახებ
ნეპტუნი თავისი ღერძის გარშემო ერთ სრულ ბრუნს თითქმის 16 საათში აკეთებს. ამიტომ მზის სისტემის უშორესი გაზური გიგანტის ეს 4 ფოტო, გადაღებული ოთხ საათიანი ინტერვალებით, ერთ ნეპტუნისეულ დღეს ფარავს.
ახალი კვლევა აჩვენებს, რომ უზარმაზარი ციკლონი, ვენერას სამხრეთ პოლუსზე, შემადგენელ ნაწილებად იშლება, შემდეგ კი ისევ ერთ მთლიანობად იკვრება(Nature Geoscience).
მარსის ორბიტალურ მზვერავზე(MRO) არსებული რადიოლოკატორის საშუალებით წითელი პლანეტის ვულკანური რეგიონის ქვეშ მოქცეული ახრების სისტემის რეკონსტრუირება მოხერხდა(Smithsonian Institute).
მთვარის ქანებში აღმოჩენილი წყლის კვალი, მთვარის ფორმირების თეორიას ეწინააღმდეგება, რომლის მიხედვითაც ის, დედამიწასთან პლანეტის ზომის სხეულის შეჯახებით გაჩნდა(University of Michigan).
შეიძლება, რომ მარსზე სიცოცხლე იყოს?
მეზობელი პლანეტის ატმოსფეროს გარე ფენები ხან მუხტს აგროვებენ, ხან ისევ განმაგნიტდებიან(Phys.Org).
თუ ოდესმე ადამიანები მარსზე თუნდაც სამი წელი გაჩერდებიან, მათ დიდი მეტეორიტის ჩამოვარდნით გამოწვეული, მეგატონა ტროტილური ექვივალენტის დარტყმის გადატანა მოუწევთ(The Physics arXiv Blog).
წარმოგიდგენთ იუპიტერისა და ევროპას ერთ-ერთ ბოლო ფოტოს, რომელიც ასტრო-მოყვარულმა ეფრეინ მორალეს რივერამ, Jaicoa Observatory(პუარტერიკო)-დან გადაიღო.