შროდინგერის კატა

 წარმოსახვითი ექსპერიმენტი, რომელიც ერვინ შროდინგერმა წარმოადგინა, რითაც მას უნდოდა ეჩვენებინა კვანტური მექანიკის არასრულფასოვნება, სუბატომური ნაწილაკებიდან მაკროსკოპულ(დიდ) სისტემებზე გადასვლისას. ანუ შროდინგერმა კვანტური სუპერპოზიციის პრინციპი მაკროსამყაროსთვის(სუბატომურ ნაწილაკებზე დიდი) გამოიყენა. სუპერპოზიცია არის კვანტური ფენომენი, რომლის მიხედვით ობიექტი შეიძლება იყოს ყველანაირ მდგომარეობაში ერთბაშად, სანამ მასზე არ ხდება დაკვირვება.

ან ანეკდოტი, რომელიც არ ვიცით როგორ მთავრდება, ანუ სანამ არ გავიგებთ დასასრულს ის(ორ მდგომარეობაშია ერთდროულად) სასაცილოცაა და ისე რაSmile.

რა სიჩქარეებით მოძრაობს მზე და დედამიწა?(ომარი)

 მზის ბრუნვა სხვა ვარსკვლავებზე უკეთაა შესწავლილი. ბრუნვის კუთხური სიჩქარე იცვლება როგორც განედების ასევე სიღრმის მიხედვით, რაც ძირითადათ გარე ფენებში, ნივთიერების ცირკულაციის(კონვექცია) გამო ხდება.

უცხოპლანეტელთა გიგანტური ხომალდები?!(ირაკლი)

ამ გამაოგნებელი ინფორმაციის წყაროდ(ჯერ კიდევ 2010 წლის 29 ნოემბრიდან) ითვლება საიტი beforeitsnews.com. სახელიდანვე ჩანს თუ რამდენად სანდოა ის – ”სანამ ეს სიახლედ იქცევა”(აქ ყველას შეუძლია დადოს ინფრომაცია მის გარშემო მომხდარი მოვლენების შესახებ).

 

ყველა ვარსკვლავი ერთი ფორმისაა?(სანდრო)

კი, ყველა ვარსკვლავი სფეროს ფორმისაა, თუმცა არა იდეალურად მრგვალი, პულუსებთან ხდება მათი მცირე შებრტყელება, რადგან ეკვატორული და პულუსური სარტყელები სხვა და სხვა სიჩქარით მოძრაობენ ვარსკვლავის ბრუნვის ღერძის გარშემო(ბირთვი კიდევ უფრო სწრაფად ტრიალებს). ეს ეხება გაზურ მდგომარეობაში მყოფ პლანეტა გიგანტებსაც(იუპიტერი, სატურნი, ურანი,ნეპტუნი).

 

როგორ ადგენენ ვარსკვლავის ასაკს?

ცალკეული ვარსკვლავების  და მზის ასაკის შეფასება ხდება ვარსკვლავების აღნაგობისა და ევოლუციის თეორიაზე დაყრდნობით. ამ თეორიის თანახმად, ვარსკვლავები გრავიტაციული ენერგიის(ძლიერი შეკუმშვა) და თერმობირთვული ენერგიის(მაღალი ტემპერატურა) ხარჯზე ანათებენ(ევოლუცის სხვა და სხვა ეტაპზე ამ ორი ენერგიიდან ხან ერთი დომინირებს ხან მეორე).

 

როგორია ჩვენი გალაქტიკის ზემასიური შავი ხვრელის მიზიდულობის ძალა?(თოკო)

უსასრულო, ხვრელთან მეორე კოსმოსური სიჩქარე(დედამიწის მიზიდულობის ძალის გადასალახავად საჭიროა, რომ ობიექტმა იმოძრაოს მეორე კოსმოსური სიჩქარით – 11 კმ/წმ, მზისთვის 600 კმ/წმ. რაც უფრო მასიურია ციური სხეული მით მეტი სიჩქარეა საჭირო მისგან თავის დასაღწევად)…

 

როდის მოხდება დიდი გახლეჩა?

ამ ჰიპოთეზის მართებულობა დამოკიდებულია ბნელი ენერგიის ბუნებაზე, პარამეტრი w – ბნელი ენერგიის წნევის თანაფარდობა მის სიმკვრივესთან. თუ w<1, მაშინ სამყარო გააგრძელებს აჩქარებულ გაფართოებას და მასშტაბური ფაქტორის სიდიდე გაუტოლდება უსასრულობას ზღვრული დროის განმავლობაში.