როგორ გამოიყურებოდა უზარმაზარი აქტიური უბანი, რომელმაც პოლარული ნათება გამოიწვია, როდესაც ის მზის კიდეს მიუახლოვდა? ამ ადგილიდან უფროა შესაძლებელი AR (active regions) 3664-ის სამგანზომილებიანი სტრუქტურის დანახვა. ფოტოზე აღბეჭდილია რამდენიმე კომპონენტიანი, დედამიწაზე დიდი პროტუბერანცი, რომელიც მზის ლაქების გაჩენის ადგილიდან არის ამოზრდილი. 13 მაისს, უმძლავრესი მზიური ანთებაც მოხდა, რომლის ამონაფრქვევი (ფოტოზე არ ჩანს) ყველაზე უმაღლეს X კლასს ეკუთვნის. ანთების ულტრაიისფერი გამოსხივება მალევე მოვიდა დედამიწამდე, რამაც ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში რადიოკავშირის დარღვევა გამოიწვია. მზის ბრუნვასთან ერთდ, AR 3664, დედამიწისკენ მობრუნებული ნაწილიდან გავიდა. თუმცა, შემდგომი კორონალური ამონაფრქვევები, მაგნიტური ველის გამრუდებული ძალწირების გასწვრივ მოძრაობით ისევ შემოიჭრება მზის სისტემის შიდა ნაწილებში და ახალ პოლარულ ციალს გამოიწვევს (მზის მაგნიტური ველის უადგილო სიძლიერე…; საშიში მზე; აქტიური მზე).
ყველაზე ძლიერი მზიური შტორმი ბოლო 20 წლის განმავლობაში, რომელიც ჯერ არ დასრულებულა…