კომპანია გეგმავს არა მხოლოდ ამერიკაში ააშენოს კოსმოდრომები, არამედ მექსიკასა და აბუ დაბიშიც. მათ შექნეს საფრენი რაკეტები, რომლებშიც 6 მგზავრი და ორი ასტრონავტი პილოტი მოთავსდება. სუბორბიტალური ფრენები როგორც უკვე ვიცით საკმაოდ წარმატებულად განხორციელდა და „ვირჯინ გალაქტიკა“ გეგმავს ტექნოლოგიები კიდევ უფრო დახვეწოს. მათ სურთ ყველა ქვეყნას მისცენ საშუალება მიიღოს მონაწილეობა ამ შესანიშნავ საქმეში, რათა ყველა მსურველმა შეძლოს იხილოს როგორ გამოიყურება მშობლიური პლანეტა, შეიგრძნოს უწონადობა და საკუთარი თვალით იხილოს როგორი ჯადოსნურია კოსმოსი. კომპანიას უკვე 530-ზე მეტი მსურველი და კლიენტი ჰყავს, რომლებმაც კოსმოსური ფრენებისათვის ანაბარი უკვე გახსნეს. სიაში ფიგურირებენ ისეთი ცნობილი სახელები როგორიცაა: კინომსახიობი ეშტონ კაჩერი, ასევე გავრცელდა ხმები, რომ ამ სიაში შედიან ანჯელინა ჯოლი, ბრედ პიტი, ტომ ჰენკსი და მომღერალი ქეთი პერი. ჭორები, როგორც მოგეხსენებათ, ხანდახან მართლდება და ვინ იცის იქნებ ერთ მშვენიერ დღეს მართლაც ვიხილოთ ჰოლივუდის ეს მშვენიერი სახეები კოსმოსში.
ავტორი: თეო ჯაფარიძე(ავტორის სხვა პოსტები).