კომეტა დედამიწისათვის საშიში ობიექტების საძიებო ობსერვატორია Pan-STARRS 1-დან აღმოაჩინეს. ეს ხანგრძლივპერიოდიანი კომეტა, სახელად C/2011 L4 (PanSTARRS), 2013 წელს ათწლეულის ყველაზე ელვარე კომეტად შეიძლება იქცეს.
ობიექტი ან ოორტის ღრუბლიდან(მზის სისტემა) გამოფრინდა, რომელიღაც, მზესთან ახლოს მოხვედრილი ვარსკვლავის გრავიტაციის ზემოქმედებით, ან საერთოდ სხვა ვარსკვლავური სისტემიდან მოფრინდა.
C/2011 L4 (PanSTARRS) პირველად დედამიწიდან 1,2 მილიარდის სინათლის წლის მანძლზე შეამჩნიეს, იუპიტერის ორბიტის იქეთ. მისი ორბიტა პარაბოლურია, ანი მზის შემოვლის მერე შეიძლება საერთოდ ვეღარასოდეს დაბდუნდეს უკან. არსებული გამოთვლების მიხედვით C/2011 L4 (PanSTARRS) მარტის დასაწყისში მზესთან 50 მილიონი კილომეტრის მანძილზე ჩაივლის, ანუ როგორც მერკური და მზე.
სავარაუდოდ, 2013 წლის მარტში C/2011 L4 (PanSTARRS) ელვარება 1 ვარსკვლავურ სიდიდეს მიაღწევს. მარტის პირველ კვირას ის ვეშაპისა და მერწყულის თანავარსკვლავედების საზღვართან იქნება და საღამოს ცის ფონზე გამოჩნდება.
C/2011 L4 (PanSTARRS) პერიჰელიუმს(მზესთან უახლოეს წერტილს) 2013 წლის 8 მარტს გაივლის, თუმცა ეს თარიღი კიდევ ზუსტდება. ამ კომეტის ელვარების პროგნოზირება ძნელია, რადგან უცნობია რა რაოდენობის ყინულს შეუცავს იგი.