გამოკითხვით, რომელიც კვანტური მექანიკის ექსპერტთა შორის ჩატარდა, დადგინდა, რომ არც ერთ მათგანს არა აქვს ზუტსი აზრი რეალობის ბუნებაზე და საერთოდ, ბუნების რეალურობაზე(MIT Technology Review / Physics arXiv Blog).
მიუხედავად თავისი „აბსურდულობისა“, კვანტური მექანიკის პრინციპები ძლიან ბევრ რეალურად მომუშავე მოწყობილობებსა და ტექნოლოგიებშია გამოყენებული – ლაზერები და ზეგამტარები, კრიპტიგრაფული და ელექტრონული სისტემები. მთელი თავისი არადამაჯერებლობის მიუხედავად, ისინი ექსპერიმენტებით ძალიან მაღალი სიზუტით მტკიცდება.
კვანტური მექანიკა ეს არის ახლებური წარმოდგენა „რეალურობის ჭეშმარიტ ბუნებაზე“, რადიკალურად განსხვავბეული ყველაფრისაგან, რაც ჩვენ გამოცდილებათა გაერთიანების საფუძველზე შეგვიძლია წარმოვიდგინოთ. ამ აზრზეა ყველა, ვინც კვანტურ მექანიკაშ ერკვევა. თუმცა აქ ყველანაირი რეალურობა მთავრდება, მთავრდება ყოველგვარი თანხმობაც. საინტერესო კვლევამ, რომელიც ცნობილმა ავსტრიელმა ფიზიკოსმა ანტონ ზაილინგერმა ჩაატარა, აჩვენა, რომ ამ საკითხში სპეციალისტთა შორის ერთიანი აზრი ახლაც არ არსებობს.
გამოკითხვა კვანტური მექანიკის მცოდნე 33 რჩეულ მეცნიერთა შორის ჩატარდა – ფიზიკოსები, მათემატიკოხები, ფილოსოფოსები, აღიარებულ და ავტორიტეტულ ექსპერტებს შორის. 16 შეკითხვაზე პასუხის გაცემისას, მათ თვიანთი დამოკიდებულება უნდა გამოეხატათ კვანტური მექანიკის პრობლემებზე, მათ საფუძვლებზე და მთლიანად სამყაროზე. საკვირველია, მაგარმ პასუხები 16-ვე შეკითხვაზე არაერთაზროვანი აღმოჩნდა.
მაგალითად, შეკითხვაზე „თვლით თუ არა თქვენ, რომ ფიზიკურ ობიექტებს განსაზღვრული მოცემული თვისებები გააჩნიათ, აქამდე არსებული და დამოუკიდებელი მათზე ჩატარებული გაზომვების პროცესებისაგან?“, პასუხები პრაქტიკულად ორ ნაწილად გაიყო: 48%-მა უპასუხა „არა“, 52% – „ზოგიერთ შემთხვევაში კი“. 3%-მა ერთმნიშვნელოვანი „კი“ თქვა და 9%-მა კი არაერთმნიშვნელოვანი.
ზოგიერთ შემთხვევაში პასუხების ვარიანტები მეტიც შეიძლებოდა ყოფილიყო – მაგალითად, „კვანტური მექანიკის ინტერპერატციის ვარიანტებს“ 12 ვერისა ჰქონდათ. ყველაზე პოპულარული კოპენჰაგენური(შროდინგერის კატა) ინტერპრეტაცია აღმოჩნდა(42%), შესამჩნევად გადაუსწრო თავის კონკურენტს – მრავალსამყაროსეულ ვარიანტს(18%). 21%-მა აღიარა, რომ რჩეული ინტერპერეტაცია რამდენიმეჯერ შეცვალა(ერთმა კი თქვა, რომ ამას დღეში რამდენიმეჯერ აკეთებს 🙂 ).
საკმაოდ თვალსაჩინოა პასუხების განსხვავებულობა შეკითხვაზე „როდის შეიქმნება მოქმედი კვანტური კომპიუტერი“. 9%-მა უპასუხა – „უახლოს 10 წელიწადში“, 15% – „არასოდეს“. უფრო პოპულარულები აღმოჩნდნენ პასუხები „10-25 წელიწადში“(42%) და „25-50 წელიწადში“(30%).
გასაგებია, რომ არაფერია გასაგები: დღესაც, კვანტური მექანიკის გაჩენიდან 100 წლის შემდეგაც, მის ბევრ ასპექტში ერთიანი აზრი არ არსებობს. როგორც არ უნდა იყოს, ამ დროის განმავლობაში კვანტურ მექანიკას ბევრი დამტკიცებული უპირატესობა გამოუჩნდა: მაღალი წინასწარმეტყველების უნარი და აშკარა სარგებელი პრაქტიკაში.
ჩემი რელიგიაა კვანტური მექანიკა ❤️
ნინ ჯააა მაგარი ხარ. მეც მყვარს შენი რელიგია მარა მოძღვარი მჭირდება