კოსმოსური ტელესკოპის ”ჰერშელი”-ს დახმარებით, რომელიც ინფრაწითელ დიაპაზონში მუშაობს, აქტიური ვარსკვლავთწარმომქმნელი პროცესებიანი უამრავი გალაქტიკა იქნა აღმოჩენილი. ასტრონომები მანძილებს კეკის ობსერვატორიის ორი ყველაზე დიდი ტელესკოპის საშუალებით ადგენენ. აქამდე უცნობი 767 აღმოჩენილი გალქტიკიდან, უმრავლესობაში ვარსკვლავთწარმომქნელი პროცესები წარმოუდგენელი სიჩქარით მიმდინარეობს.
ოპტიკურ დიაპზონში ამ გალქტიკების დანახვა შეუძლებელია, თუმცა კარგად ანათებენ ინფრაწითელში, რის გამოც მათი დანახვა ორბიტალურ ტელესკოპს ”ჰერშელს” შეუძლია, სქელ ღრუბლებს მიღმაც კი. იციან რა, თუ სად მდებარეობენ გალქტიკები, ასტრონომებს კეკის ობსერვატორიიდან მათზე 2 ათ მეტრიანი ტელესკოპების ”დამიზნება” შეუძლიათ. მიღებული მონაცემებით, მკვლევარებს ”ახალ გალქტიკებამდე” მანძილის, ტემპერატურისა და ვარსკვლავთწარმომქნელი პროცესების სიჩქარის დადგენაც კი შეუძლიათ.
დოქტორი ქეთლინ ქეისი ამბობს:” ბევრი გალქტიკა შედარებით ახლო მანძილზე იმყოფება, თუმცა არიან ძალიან შორს მყოფნიც, ჩვენ 12 მილიარდი სინათლის წლის იქეთ მყოფი გალაქტიკები დავინახეთ. ახლა, როცა ჩვენ ვიცით, თუ სამყაროს ვარსკვლავთა ფორმირებაში რა წვლილი მიუძღვით ამ გალქტიკებს, ძალიან მნიშვნელოვანია გავიგოთ, როგორ და რანაირად წარმოიქმნენ ისინი”.
”დამალული” გალქტიკების აღმოჩენა სამყაროში ვარსკვლავთწარმომქნელი პროცესების ევოლუციის უკეთ გაგების საქმეში ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია.
დოქტორი ქეთლინ ქეისი:”ჩვენ შევძელით გაგვეზომა 767 აქამდე შეუმჩნეველ გალქტიკამდე მანძილი, ვარსკვლავთწარმომქნელი პროცესების სიჩქარე და ტემპერატურა. ადრე ჩატარებული დაკვირვებების დროს მხოლოდ 73 გალქტიკა იყო შეფასებული. ეს წინ გადადგმული უზარმაზარი ნაბიჯია”.