ასტრონომებმა, გალაქტიკების უკიდურესად იშვიათი ტიპი აღმოაჩინეს, რომლებიც მთელი მოცულობით მწვანე სინათლეს ანათებს. მათი ნათება ცენტრალური ზემასიური შავი ხვრელითაა გამოწვეული(Space.com).
ასტრონომთა ჯგუფმა მიშა შირმერის მეთურობით, ”ჯემინის” ობსერვატორიიდან უცნაური გალაქტიკა(J2240) აღმოაჩინა, მერწყულის თანავარსკვლავედში, დედამიწიდან 3,7 მილიარდი სინათლის წლის მანძილზე. თითქმის მთელი მისი მოცულობა სპექტრის მწვანე ნაწილში ანათებს, რის გამოც გალაქტიკა მწვანე ბარდას მარცვალს ჰგავს.
როგორც ძალიან დიდი ტელესკოპით(VLT) ჩატარებული შემდგომი კვლევებით დადგინდა, ნათება იონიზირებული ჟანგბადითაა გამოწვეული, რომელსაც ზემასიური შავი ხვრელი რენტგენის სხივებით ასხივებს. ხვრელი გალქტიკის ცენტრშია და გარემომცველ მატერიას შთანთქავს. ამასთან ერთდ იგი რენტგენის ძალიან მაღალი ენერგიების სხივებს აფრქვევს, რაც შემომფარგლავ გაზებს აცხელებს.
ზემასიური შავი ხვრელი თითქმის ყველა გალაქტიკის ბირთვში არის. თუმცა, არც ერთ მათგანში აქამდე, გამოსხივებით გაცხელებული გაზების ნათების ზონა, გალქტიკის დიამეტრის მეათედსაც კი ვერ აჭარბებდა. დაახლოებით მილარდი ცნობილი გალქტიკის შესწავლის შემდეგ, ავტორებმა დაადგინეს, რომ J2240 უნიკალური არ არის, არამედ ახალ, თუმცა ასტრონომიული ობიექტების ძალიან იშვიათ კლასს ეკუთვნის. მეცნიერებმა სულ 16 ასეთი თვისებების მქონე გალქტიკა აღმოაჩინეს.
გალაქტიკის ცენტრის ინფრაწითელ დიაპაზონში კვლევით გაირკვა, რომ ხვრელი ახლა ისეთი აქტიური არაა, როგორც ადრე იყო. დამზერილი მწვანე ნათება, როგორც ჩანს, პერიფერუილი გალქტიკური ნივთიერებების ნარჩენი ნათებაა. ასტრონმებმა ჯერჯერობით არ იციან, თუ კონკრეტულად როგორ ხდება ხვრელების აქტიურობის მილევა და იმედოვნებენ, რომ გალაქტიკა ”მწვანე ბარდა” ამის შესახებ მათ გარკვეულ ინფორმაციას მიაწვდის(სხვა უცნაური გალქტიკები).