ფიზიკოსებმა, რომლებიც დიდ ადრონულ კოლაიდერზე მუშაობენ, მძიმე იონებისა და პროტონების შეჯახების დროს უჩვეულო ეფექტი აღმოაჩინეს, მსგავსი, პროტონ-პროტონული და იონ-იონური შეჯახების დროს დამზერილისა. ამ ეფექტს ნივთიერების განსაკუთრებულ მდგომარეობას – გლაზმას უწოდებენ, თუმცა, მეცნიერები მის აღმოჩენას იონ-პროტონულ შეჯახებებში არ ელოდნენ(arXiv.org).
კოლაბორაცია CMS-ის მეცნიერებმა 2 მილიონამდე შეჯახების ანალიზი გააკეთეს. შედეგად, მათ შეძლეს დაედგინათ, რომ ნაწილაკების სრულიად განსხვავებული პოლარული კუთხეებით(შეჯახებით წარმოქმნილი ნაწილაკების მოძრაობის კუთხეებსა და შეჯახების ღერძის მიმართ) გაფანტვის დროს, მათი აზიმუტური კუთხეები(კუთხეები ამავე მიმართაულებასა და ვერტიკალური ღერძის მიმართ) კორელირებს, ანუ კავშირშია.
2010 წელს ამდაგვარი კორელაცია პროტონ-პროტონული და იონ-იონური შეჯახებების დროსაც იქნა დაფიქსირებული. მის ასახსნელად შემდეგი მექანიზმი იქნა წარმოდგენილი: ლამის სინათლის სიჩქარით მოძრაობის დროს(სწორედ ასეთი სიჩქარეები მიიღწევა კოლაიდერებში) საერთო ფარდობითობის თეორიის თანახმად ნაწილაკები მოძრაობის მიმართულებით იკუმშებიან. გარე დამკვირვებლისთვის კოლაიდრში ამ დროს ფაქტიურად ორი კვარკ-გლიუონური ”ბლინი” ეჯახება.
როცა ორი ბლინი ერთმანეთს ხვდება, ისინი მაშინვე კი არ იშლებიან, არამედ თავიდან ერთმანეთში გადიან. ამ დორს მათ შორის წარმოქმნილ სივრცეში გლიუონური ჭავლები ჩნდებიან. სწორედ მატერიის ასეთ სახეს შეარქვეს ფიზიკოსებმა გლაზმა. გარკვეული დორის გასვლის მერე კვარკ-გლიუონური პლაზმის მკვრივი ნაკუწი წარმოიქმნება, რომლისგანაც მოგვიანებით ჩვეულებრივი ელემენტარული ნაწილაკები ჩნდებიან. ამასათნ ერთად, მარტივად რომ ვთქვათ, გლიუონური ჭავლები ისეთნაირად არიან ორიენტირებულნი, რომ მათი გაწყვეტით წარმოქმნილ ნაწილაკებს მსგავსი აზიმუტალური კუთხეები აქვთ თითქმის უნებლიე პოლარული კუთხეებით.
ასეთი ეფექტები ერთნაირი ბუნებისა და ზომების ობიექტების შეჯახებისას ჩნდებოდნენ. ახალა კი ეს იონებისა და პროტონების შეჯახების დროსაც დაფიქსირდა. ეფექტის ახსნას მეცნიერები ჯერჯერობით ვერ ახერხებენ. კვლევის ერთ-ერთი მონაწილე ჰანთერ როლანდი ამბობს:”მეცნიერები აღმოჩენილმა ეფექტმა ძალიან გააკვირვა”. გარდა ამისა, დასძენს იგი, თავდაპირველად ეს შეჯახებები ფონური ეფექტების შესაფასებლად ტარდებოდა, რომელთა უგულებელყოფაც მოგვიანებით, რეალური შეჯახებების ანალიზისას იქნებოდა შესაძლებელი.