“ფენიქსის ნათება”

 რა თქმა უნდა, ისტორია მფრინავ თეფშთან დაკავშირებით, რომელიც თითქოს ამერიკის შტატ ნიუმექსიკოში 1947 წელს უცხოპლანეტელების ეკიპაჟთან ერთად ჩამოვარდა, ყველაზე გახმაურებული, იდუმალებით მოცული და ამავე დროს ნაკლებად დასაჯერებელია:), თუმცა ამ ამბიდან 50 წლით მოგვიანებით მომხდარი შემთხვევა მას, სანახაობრივი თვალსაზრისით მაინც, თავისუფლად ფარავს.

 1997 წლის 13 მარტს ა.შ.შ-ს ქალაქ ფენიქსის თავზე, როგორც თვითმხილველები ამტკიცებენ, V ასოს ფორმის გიგანტური ხომალდი გამოჩნდა. მისი ელვარე შუქები ათასობით ადამიანმა დაინახა.

 მთავარი მოწმე

 „არიზონას გუბერნატირის თანამდებობაზე მეორე ვადით ყოფნის დროს ვნახე ის, რაც ლოგიკას ეწინააღმდეგებოდა და სამყაროზე ჩემი წარმოდგენა შეცვალა – ამტკიცებს ფაიფ საიმინგთონი. საღამოს 20:00-20:30 საათებს შორის მე ვესმაგავრი, უხმაუროდ მფრენი გიგანტური ხომალდი დავინახე. ეს მყარი ობიექტი იყო და არა მოჩვენება. ის წარმოუდგენლად დიდი იყო, მკაფიოდ გამოხატული წინა ნაწილით, რომელზეც სინათლეები ენთო. როგორც პილოტი და ამერიკის საჰაერო ძალების ოფიცერი, დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ხომალდი არცერთ, ადამიანის მიერ შექმნილ ობიექტს არ ჰგავს“.

 ფენიქსი არიზონას დედაქალაქია, რის გამოც გუბერნატორი პოლემიკის ცენტრში მოექცა. ათასობით ადამიანი ხელისუფლებაში რეკავდა, რათა მომხდარის შესახებ რაიმე მაინც გაეგო. საიმინგთონი და მისი კოლეგები კი დუმდნენ, რაც მოგვიანებით სკანდალის ეპიცენტრში მოხვედრისაგან თავის აცილებით აიხსნა.

  საიმინგთონმა ახლაც არ იცის რამ გადაიფრინა ფენიქსის თავზე: „ჩვენ ახლოს მყოფ საჰაერო ბაზაზეც დავრეკეთ, ავიაციის ფედერალურ სამმართველოში და ნაციონალური გვარდიის გენერალთანაც. არავინ იცოდა თუ რა იყო ეს. ბოლოს და ბოლოს ნაციონალური გვარდიის ავიაციამ ყველაფერი თავის თავზე აიღო, მტკიცებით, თითქოს მათმა პილოტებმა გასანათებელი ბომბები ჩამოყარეს. ასეთი ახსნა ლოგიკას ეწინააღმდეგება, რადგან გასანათებელი ბომბები ერთ რიგად არ დაფრინავენ და მათი ნათებაც იცვლება. მე ასეთი სულელური ახსნა არც არასოდეს დამიჯერებია“.

 ეს ფოტო ერთად-ერთი ვიდეოჩანაწერიდან არის ამოღებული(რატომ გაუჭირდათ მაშინ ამერიკელებს ვიდეოკამერა… დანარჩენი ორი ფოტო მოყოლილის მიხედვით არის დახატული.

  „USA Today“-მ, ამერიკის ერთ-ერთმა მსხვილმა გამომცემლობამ, 1997 წლის 18 ივნისს გაზეთის ერთი გვერდი მთლიანად ამ ამბავს დაუთმო. პასუხად საიმინგთონმა პრესკონფერენცია მოაწყო, რომელზეც მისი დამხმარე უცხოპლანეტელის ტანსაცმელში გამოწყობილი მოვიდა.

  „USA Today“-ს სტატიით გაცხელებული ისტერიკა კიდევ უფრო გაცხელდა და მე პანიკის შესაჩერებლად ტყუილი მოვიგონე“ – ამბობს მოგვიანებით საიმინგთონი.

 „ის რაც მე ხსენებულ საღამოს ვნახე, სრულიად არააქმვეყნიური – გიგანტური ხომალდი გამოცანა იყო“ – იხსენებს ჩინოვნიკი.

 გამოძიებას მეცნიერები აწარმოებენ

  გაიგეს რა, რომ ობიექტი არიზონას შტატის გუბრნატორმა დაინახა, ამავე შტატის უნივერსიტეტის სპეციალისტებმა საკუთარი გამოძიება წამოიწყეს. დასაწყისისთვის რაიან დარლინგმა და მისმა კოლეგებმა კომპიუტერული მოდელი შექმნეს ადგილისა, სადაც ამო-მ გაიფრინა, GPS-ისა და რელიეფის ლაზერული სკანირების გამოყენებით. მათ მოწმეებიც დაკითხეს, რომლებიც ერთმანეთს არ იცნობდნენ. ყვოველი მათგანი ერთნაირ სიდიდეებს ასახელებდა – ამო სიგანეში 460 მეტრი, თითქმის ნახევარი კილომეტრი იყო!!!

 პროფესორმა პავლოს მიკელიდისმა გამოთვალა, რომ თუ ასეთ მფრინავ აპარატს ჩვენთვის ცნობილი მასალისგან, დურალუმინისგან და ტიტანისგან ავაგებთ, მაშინ მისი მასა 1,6 მილიონი ტონა იქნება, რომელსაც ვერცერთი თანამედროვე ძრავი ადგილიდანაც კი ვერ დაძრავდა.

 „რაღაც უცნობ ტექნოლოგიებთან გვაქვს საქმე. მომავალში ჩვენ ალბათ გავარკვევთ თუ რა არის ეს“ – განაცხადა პროფესორმა.

 მეცნიერებმა გაარკვიეს: ამო 480 კილომეტრიან ზოლზე დაინახეს, ნევადის საზღვრიდან ქალაქ ტუსონამდე. ყველა თვითმხილველი, მათ შორის ჰაერში მყოფი თვითმფრინავების პილოტები, ერთი და იგივეს ყვებოდნენ. ამო V-ს მაგავრი ფორმითა და ხუთი მანათობელი წერტილით ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ მიფრინავდა. ის ხან მიწასთან ახლოს ლივლივებდა, ხან უზარმაზარი სიჩქარით ჰორიზონტს მიღმა იკარგებოდა. მიუხედავად ამისა ავიადისპეჩერმა მაიკლ პირსონმა, სქაი-ჰარბორის აეროპორტიდან, რადარზე საეჭვო ვერაფერი აღმოაჩინა, თუმცა კარგად ხედავდა მას შეუიარაღებელი თვალით.

 გეოგრაფიის ნაციონალური საზოგადოების თანამშრომლები დაეჭვდნენ იმაში, რომ შემჩნეული სინათლეები გოლდუოთერის პოლიგონზე ჩამოყრილი გასანათებელი ბომბები იყო. დოკუმენტურ ფილმში „Mystery 360“ ექსპერტმა ჯიმ დილეტოზომ შემჩნეული სინათლისა და გასანათებელი ბომბების ნათობის მახასიათებლები ერთმანეთს შეადარა. ანალიზმა აჩვენა, რომ ბომბები ინთებიან და იწვიან, ზიგზაგური გრაფიკის წარმოქმნით, ხოლო ანომალური შუქები უწყვეტად ანათებდნენ და ერთ სწორ ხაზზე იყვნენ განლაგებულნი.

 სკეპტიკოსების მიერ წარმოდგენილი ვერც ერთი ახსნა ვერ უძლებდა რეალობასთან შეჯახებას: ამოუცნობი ობიექტი, რომელიც არიზონას თავზე მიფრინავდა, ამოუცნობადვე დარჩა. ის ალბათ კიდევ დიდი ხანი იქნება სიმბოლო რწმენისა იმის შეახებ, რომ ჩვენ მარტონი არ ვართ სამყაროში.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.