კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა კვლევების ჩატარების მერე, დაასკვნეს, რომ ეკზოპლანეტათა 85% 3 გრადუსზე ნაკლები დახრილობის ორბიტებზე მოძრაობენ. ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი თავიანთი ვარსკვლავების გარშემო ორგანიზაციის ისეთივე ფორმაში არიან, როგორც ეს სხვა პლანეტარულ სისტემებში ხდება.
აღმოჩნდა, რომ ეკზოპლანეტათა უმრავლესობა თავიანთი ვარსკვლავების მიმართ ერთნაირი კუთხით არიან გადახრილნი. ამის დადგენაში მეცნიერებს ორბიტალური ტელესკოპი ”კეპლერი” დაეხმარათ.
”ჩვენი მზის სისტემა, როგორც ჩანს, განსაკუთრებულ შემთხვევას არ წარმოადგენს. ის სხვა სისტემებს ჰგავს, რომლებითაც ჩვენი სამყაროა დასახლებული” – ამბობს კვლევის მონაწილე ხულიან ფანგი(Julia Fang).
2009 წლიდან დაწყებული, როცა კოსმოსური ტელესლოპი ”კეპლერი”, ნასამ ორბიტაზე გაიყვანა, მან 2300 პოტენციურად ეკზოპლანეტობის კანდიდატი ობიექტი აღმოაჩინა, მათგან 70 სხვა და სხვა შემეცნებითი და კვლევითი ჯგუფების მიერ იყო დადასტურებული.
ვარსკვლავთან პლანეტის არსებობაზე მისი ელვარების პერიოდული ცვლილებები მოწმობენ, რაც ე.წ. ტრანზიტითაა გამოწვეული – პლანეტის გავლა ვარსკვლავის წინ(როგორ ეძებდნენ ეკზოპლანეტებს).
”კეპლერი” მიღწეულ შედეგებზე შეჩერებას არ აპირებს და მუშაობას აგრძელებს.