ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად, ედვინ ჰაბლის სახელობის ორბიტალურმა ტელესკოპმა ექსტრემალურად ღრმა სივრცის(XDF) გადაღება დაასრულა – სამყაროს ყველაზე ღრმა გამოსახულება აქამდე მიღებულებს შორის ხილულ დიაპაზონში. XDF ხილულ გალაქტიკებს შორის ყველაზე უფრო ხნიერ გალაქტიკებს(1;2) წარმოგვიდგენს. ისინი ბნელი ეპოქის დამთავრებისთნავე წარმოიქმნენ, 13 მილიარდი წლის წინათ, მაშინ, როცა სამყაროს ასაკი ახლანდელის სულ რამდენიმე პროცენტს შეადგენდა. გამოსახულება „ჰაბლის“ გაუმჯობესებული კამერითა და ინფრაწითელი არხის ფართოკუთხიანი პლანეტარული კამერა 3-ით იქნა მიღებული. ფოტოგრაფირების პროცესს 10 წელი დასჭირდა. XDF-ის სურათები ზოგიერთ ფერებში უფრო მგრძნობიარეა, ვიდრე ჰაბლის ღრმა სივრცე(HDF), ზეღრმა სივრცე(HUDF), დასრულებული 2004 წელს და ინფრაწითელი HUDF, დასრულებული 2009 წელს. მთელი მსოფლიოს ასტრონომები XDF-ის შესწავლაზე წლები იმუშავებენ, რათა უკეთ გაიგონ, თუ როგორ ფორმირდებოდნენ ადრეული სამყაროს ვარსკვლავები და გალაქტიკები.
„ჰაბლის“ ექსტრემალურად ღრმა სივრცე
Posted by