რუსული „რადიოასტრონი“ შორეული გალაქტიკის ბირთვს ხედავს

 ეს სურათი, 2012 წლის მარტში “Спектр-Р”-ისა და ევროპის VLBI (ინტერფერომეტრია ზეგრძელი ბაზით)-ს ერთობლივი მუშაობით მიიღეს. „გადაღება“ დახლოებით 24 საათი გრძელდებოდა. ამ დროს მიღებული ინტერფერომეტრის ბაზა რამდენიმე დედამიწის დიამეტრს შეადგენდა, რაც ზემაღალი გარჩევადობის საშუალებას იძლეოდა.

 ობიექტი 0716+714 გალაქტიკაა, რომელიც დედამიწიდან 3,5 მილიარდი სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს და ლაცერტიდების მცირერიცხოვან კლასს ეკუთვნის. ბირთვის დიამეტრი, რომლის დანახვაც „რადიოასტრონმა“ შეძლო, 0,7 სინათლის წელიწადს უტოლდება. აღსანიშნავია, რომ ფოტოზე კარგად ჩანს მატერიის რელატივისტური ჭავლი (ჯეტი), რომელიც ბირთვიდან ამოდის (M87).

 რუსეთის ორბიტულმა რადიოტელესკოპმა ”რადიოასტრონმა” პირველად ჩაატარა წარმატებული დაკვირვება დედამიწაზე არსებულ რადიოტელესკოპებთან ერთად. ასეთნაირად დაკავშირებული რადიოტელესკოპებით ჩამოყალიბდა რეკორდული ზომის ვირტუალური ტელესკოპი (ინტერფერომეტრი), სარკის დიამეტრით 220 ათასი კილომეტრი, რაც მთვარემდე მანძილს მხოლოდ 100 ათასი კილომეტრით ჩამორჩება.

“რადიოასტრონი”(როსკოსმოსი).

 ობსერვატორია ” რადიოასტრონი“, რომელიც ბაიკანურიდან 2011 წელს გაუშვეს, ბოლო დროინდელი წარუმატებელი მისიების მერე, პირველი ქმედითუნარიანი რუსული ასტროფიზიკური ინსტრუმენტია (ტელესკოპი მწყობრიდან გამოვიდა). ის ზედაპირზე არსებულ ტელესკოპების გლობალურ ქსელთან ერთად იმუშავებს, რითაც ჩამოყალიბდება ზედაპირულ-კოსმოსური ინტერფერომეტრი(სხვა და სხვა ადგილიდან ერთ ობიექტზე მაყურებელი ტელესკოპები მაღალი კუთხური გარჩევადობის ზეგრძელი ბაზით – შვიდ მიკროწამამდე(მიიღება თავისებური რადიო 3D გამოსახულება).

 მეცნიერებმა ინტერფერომეტრული დაკვირვებების წარმატებულად ჩატარების მტკიცებულებები მიიღეს, რომლებიც 25 იანვარს ჩატარდა, ”რადიოასტრონის” დედამიწიდან მაქსიმალური დაშორების – 300 ათასი კმ.- დროს, 92 სანიტიმეტრის სიგრძის ტალღაზე.

 ”ჩვენ პულსარ В0950+08-ს ინტერფერომეტრული სიგნალი მივიღეთ.  ამ დროს ინტერფერომეტრის ბაზის პროექცია ობიექტის მიმართულებით, ვირტუალური ანტენის დიამეტრი, 220 ათას კილომეტრს შეადგენდა, რამაც მეტრულ დიაპაზონში დაკვირვებათა რეკორდი მოხსნა – კუთხური წამის მეათასედი” – ამბობს პროექტის ერთ-ერთი მონაწილე.

 ”რადიოასტრონის” ზედაპირული პარტნიორები იყვნენ მსოფლიოში ყველაზე დიდი რადიოტელესკოპი – არესიბო (ა.შ.შ.), ასევე ტელესკოპები ვესტერბორკში (ჰოლანდია) და ეფელსბერგში (გერმანია).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.