ასტროექსპერტიზა: არატიპიური შემთხვევა

 2011 წლის 30 მაისს, გალაქტიკა მორევში(М51), ჩვენიდან 23 მილიონი სინათლის წლის მანძილზე, ზეახალი SN 2011dh გაჩნდა(Space.Com). ასეთი ანთება, მასიური ვარსკვლავის აფეთქებაზე მეტყველებს, რომელიც ნეიტრონულ ვარსკვლავად ან შავ ხვრელად გადაიქცა(ზეახლის აფეთქება).

 SN 2011dh-მა ელვარების პიკს ივნისში მიაღწია, სწორედ მაშინ შეამჩნიეს ის ასტრონომებმა. თუმცა, მკვლევართათვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა ამ გალაქტიკის ფოტოები, რომლებიც „ჰაბლმა“ ზეახლის ანთებამდე გადაიღო. მელინა ბერსთენმა კოლეგებთან ერთად გადაწყვიტა ამ ფოტოზე ენახა, თუ რა იყო იგივე ადგილზე აფეთქებამდე. როგორც ჩანს, მეცნიერებმა ეს შეძლეს, საჭირო ადგილზე ვარსკვლავი აღმოჩნდა – ყვითელი ზეგიგანტი.

 მათი მონაცემებით, სწორედ ის იყო ზეახალ SN 2011dh-ს წინამორბედი, რაც ძალიან უცნაურია. აქამდე 10-20 მზის მასის ყვითელი ზეგიგანტის ზეახლად აფეთქება არ დაფიქსირებულა. ეს ვარსკვლავები გარდამავალ ეტაპად ითვლება, ევულუციონირებად წითელ გიგანტში, რომლებიც უკვე ზეახლად ანთებით იღუპებიან.


ალბათ ასე გამოიყურებოდა სისტემა აფეთქებამდე: ცისფერი ვარსკვლავი და ყვითელი ზეგიგანტი.

 ავტორების ვარაუდით, ეს ჩვეულებრივი ყვითელი ზეგიგანტი კიარა, არამედ ორმაგი სისტემის ნაწილი იყო, მისი პარტნიორის როლს კი კაშკაშა ცისფერი ვარსკვლავი ასრულებდა, რომელსაც თავისი გიგანტი კომპანიონიდან, ნელ-ნელა გაზები თავისკენ გადაჰქონდა. მისმა მასამ კრიტიკულ ზღვარს მიაღწია და აფეთქებაც მოხდა. თეორიული გამოთვლებიც იგივესკენ მიუთითებს.

გალაქტიკა მორევი( М51) აფეთქებამდე(მარცხნივ) და მის შემდეგ(მარჯვნივ): 2009 და 2011 წლის ივნისში.

 მოვლენის ასეთ სურათში, ერთი დიდი შეუსაბამობაა: აფეთქებამდე გადაღებულ ფოტოებზე არანაირი ცისფერი ვარსკვლავი არ არის. მეცნიერები არც ამას მიიჩნევენ პრობლემად – მათი აზრით, ვარსკვლავი გამოსხივების დიდ ნაწილს „ჰაბლისთვის“ შეუმჩნეველ ულტრაიისფერ დიაპაზონში ასხივებდა. დაკვირვებები უნდა გაგრძელდეს. მალე, აფეთქების ნარჩენები ნათებას შეწყვეტს და ამ უბნის ულტრაიისფერ დიაპაზონში დათვალიერებაც შესაძლებელი გახდება.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.