პლანეტები ინკუბაციურ პერიოდს პროტოპლანეტარული დისკოს შიგნით გადიან

 გიგანტური სპირალების მქონე ვარსკვლავი, პლანეტების ინკუბატორი შეიძლება იყოს.

 ასტრონომებმა, 2011 წელს, სუბარუთი ვარსკვლავი აღმოაჩინეს, სპირალური მკლავებით, რომელთა დიამეტრი  22 მილიარდი კილომეტრია, რაც პლუტონის ორბიტაზე ორჯერ მეტია. ვარსკვლავის სახელია – SAO 206462.

 უცნაური სპირალური სტრუქტურა, რომელიც ვარსკვლავთან დაიმზირება, ჩვეულებრივ, გალაქტიკებისთვისაა დამახასიათებელი და არა ვარსკვლავებისთვის. მეცნიერთა ვარაუდით, ვარსკვლავის შემომფარგლავ გაზისა და მტვრისგან შემდგარ სპირალურ დისკოში ნელ-ნელა პლანეტები ფორმირდება. სწორედ ისინი, თავიანთი გრავიტაციული ზემოქმედებით, განაპირობებენ ვარსკვლავის სპირალისებურ ფორმას.

ამ ვარსკვლავის სპირალურ მკლავებში, ერთგვარი, პლანეტების ინკუბატორი მდებარეობს. აქ მათი ჩასახვისა და განვითარებისთვის საუკეთესო პირობებია შექმნილი.

 მეცნიერებმა სპირალისებური სტრუქტურით ერთმანეთთან დაკაშირებული ასეულობით მილიონი ვარსკვლავი სხვა გალაქტიკაშიც აღმოაჩინეს, თუმცა ცელკეული ვარსკვლავი ასეთი სტრუქტურით – პირველად.

 „ჩვენ კვლევებით დავადგინეთ, რომ ვარსკვლავების გარშემო არსებული დისკოები ფორმების ცვლილებებით ევოლუციონირებენ. წარმოქმნიან სპირალურ მკლავებსაც“ – ამბობს ქეროლ გრეიდი, ნასას გოდარდის კოსმოსური ფრენების ცენტრიდან.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.