გერმანელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ უძველესი ბუდისტური ქანდაკება არამიწიერი წარმომავლობისაა.
სიმდიდრისა და ომის ღმერთის ბაიშრავანის ქანდაკება, რომელიც ასევე ჩრდილოეთის მფარველია, ატაქსიტისგანაა გამოჭრილი, იშვიათი კლასის მეტეორიტისგან, ნიკელის მაღალი შემცველობით.
ელმერ ბუჰნერი შტუტგარტის უნივერსიტეტიდან აღნიშნავს: „ქანდაკება ლითონის მეტეორიტისგანაა დამზადებული, მეტეორიტ ჩინგეს ფრაგმენტისგან, რომელიც მონგოლეთისა და ციმბირის ტერიტორიებზე დაახლოებით 15 000 წლის წინათ ჩამოვარდა“.
“რკინის კაცის” სახელით ცნობილი ქანდაკება 1938 წელს, ჰენრიხ ჰიმლერის მხარდაჭერით, ერნსტ შეფერის ექსპედიციამ აღმოაჩინა. ექსპედიცია ტიბეტს არიული რასის საწყისების აღმოჩენის მიზნით იკვლევდა.
უცნობია, როგორ მოხდა სკულპტურის აღმოჩენა, თუმცა ვარაუდობენ, რომ ჯგუფმა ქანდაკება იმ დიდი სვასტიკის გამო წაიღო გერმანიაში, რომელიც ფიგურის ცენტრშია ამოკვეთილი.
გერმანიაში „რკინის კაცი“ კერძო კოლექციის ნაწილად იქცა, ასე გრძელდებოდა 2009 წლამდე, სანამ აუქციონზე არ გაიყიდა, რის მერეც მეცნიერთა თვალთახედვის არეშიც მოექცა.
ქანდაკება 10,6 კილოგრამს იწონის. ელმერ ბუჰნერისა და მისი კოლეგების ვარაუდით, მხატვარმა, რომლმაც იგი მძიმე მეტეორიტისგან შექმნა, იცოდა მასალის სპეციფიური წარმომავლობის შესახებ. მათ ეს შემდეგნაირად განმარტეს: „ისტორიამდელ ეპოქაში ბევრი კულტურული ცივილიზაცია მეტეორიტების ჩამოვარდნას ღმერთის გზავნილად აღიქვამდნენ“. ქანდაკების სავარაუდოდ 1000 წლის წინათ შეიქმნა. თუმცა მისი ზუსტი ასაკი ჯერჯერობით დადგენილი არაა.
როგორც ცნობილია, სხვა მეტეროტიტებიც იქცეოდნენ ხოლმე თაყვანისცემის ობიექტებად, მათ ღვთაებრივ წარმომავლობას აწერდნენ, თუმცა ქანდაკება „რკინის კაცი“ საკმაოდ უნიკალურია.
„ეს ნამდვილად ერთად-ერთი ადამიანის ფორმის ფიგურაა, რომელიც მეტეორტოსგანაა დამზადებული, შეფასების დროს მისი რაიმესთან შედარება შეუძლელებია. მარტო წარმომავლობის თვალსაზრისით მისი ფასი დაახლოებიტ 20 000 დოლარია, ხოლო თუ ჩვენს მიერ ნავარაუდევი წლოვანება დამტკიცდა, მაშინ ის შეუფასებელია“ – ამბობს ბუჰნერი.
არამიწიერი წარმომავლობის ქანდაკება
Posted by
ახლახანს, მისი არამიწიერობა უარყვეს…