”მესენჯერი”( MErcury Surface, Space ENvironment, GEochemistry and Ranging / MESSENGER) მერკურის შესასწავლად 2004 წლის 3 აგვისტოს გაუშვეს, ხოლო 2011 წლის 18 მარტს ის პლანეტის ორბიტაზე წარმატებით გავიდა.
მერკური მზესთან ყველაზე უფრო ახლოს მდებარე პლანეტაა, ის მნათობის გარშემო ერთ სრულ ბრუნს სულ 88 დღე-ღამის განმავლობაში აკეთებს. 2006 წელს პლუტონის პლანეტების სიიდან ამოღების მერე, მზის სისტემის ყველაზე პატარა პლანეტად მერკური იქცა.
“მარინერ-10” და ”მესენჯერი”.
ეს პლანეტა ასევე, ყველაზე უფრო ნაკლებად შესწავლილი კოსმოსური ობიქტია. ”მსესენჯერამდე” მას მხოლოდ ერთი კოსმოსური აპარატი ”მარინერ-10” იკვლევდა, რომელმაც ამ პლანეტას 1974-75 წლებში სამჯერ ჩაუფრინა. ზონდმა მერკურის ზედაპირის ნახევარზე ცოტას გადაღება მოახერხა. მეცნიერებს არც ქიმიურ შემადგენლობაზე, არც აღნაგობასა და ბევრ სხვა რამეზე ჰქონდათ ინფორმაცია. ამ სიცარიელეების შესავსებად ნასამ მისია ”მესენჯერის” ორგანიზება მოახდინა.
მერკურის ორბიტაზე ყოფნის განმავლობაში, ”მესენჯერმა” პლანეტის 100 000-ზე მეტი გამოსახულება გადაიღო, მათ შორის მუდმივი ცრდილის ქვეშ მყოფი რეგიონები და უცნაური დანალექი ქანები პოლუსებზე.
მისიის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა რადარით ამ დანალექების ბუნების გარკვევა იყო, ის, თუ რა ელვარებს მერკურის პოლუსებიდან. დეტალური კვლევის დროს, გაირკვა, რომ ეს პლანეტის პოლარული ზონების ყინულია. ისინი მუდმივი ჩრდილის პირობებში იმყოფებიან. აპარატის ინსტრუმენტები იმაზე მიუთითებენ, რომ ეს გაყინული წყალია, თუმცა ამის ზუსტი მტკიცებულება ჯერ კიდევ არ არსებობს. მეცნიერები ამ საიდუმლოს(ანომალური ველი, ღრმულები) ამოხსნაზე მუშაობას განაგრძობენ.
რადგან მერკური მზესთან უახლოესი პლანეტაა, მისი ფორმირების ისტორია დედამიწის ტიპის(მერკური,ვენერა,დედამიწა,მარსი) სხვა პლანეტებისგან განსხვავდება, უპირველეს ყოვლისა მაღალი ტემპერატურული და ძლიერი გრავიტაციული ზემოქმედების მხრივ…
გაირკვა, რომ მერკურის ზედაპირზე არის მაგნიუმი და გოგირდი, რაც იმის თქმის საშუალებას იძლევა, რომ შემადგენლობით მერკური იშვიათი ტიპის მეტეორიტების მსგავსია, Е-ხონდრიტები(ენსტატიტური ხონდრიტები), რომელთა ფორმირება ძალიან მაღალი ტემპერატურის პირობებში, მცირე რაოდენობით ჟანგბადის თანხლებით მოხდა, მზის სისტემის შიდა რეგიონებში. მსგავსება იმზე მიუთითებს, რომ მერკურის აკრეცია იმავე ნივთიერებებით მოხდა, როგორითაც ენსტატიური მეტეროტიტებისა, ან მათ საერთო წინაპარი ჰყავდათ.