ერთმანეთის გარშემო ბრუნვის დროს ვარსკვლავები დრო-სივრცის ფორმის შემცვლელ გრავიტაციულ ტალღებს ქმნიან.
სისტემის სახელი – J0651. ეს საკმაოდ მკვრივი და მცირე ზომის ვარსკვლავებია, თეთრი ჯუჯები – ოდესღაც მზის ტიპის ვარსკვლავები. ისინი ერთმანეთთან ძალიან ახლოს არიან, სამჯერ ახლოს, ვიდრე დედამიწა და მთვარე, რის გამოც ერთ ბრუნს სულ რაღაც 13 წუთში ახერხებენ. მათზე ოპტიკურ დიაპაზონში დაკვირვებით, ამერიკელი ასტრონომების ჯგუფმა გამოსხივებაში ცვლილებები შეამჩნიეს, რომლებიც გრავიტაციული ტალღების ზეგავლენასთან შეიძლება იყოს დაკავშირებული, რომლებიც ამ ბრუნვის ხარჯზე ჩნდება.
შეგახსენებთ, რომ გრავიტაციული ტალღები ფარდობითობის ზოგადი თეორიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. გრავიტაციული ველის ეს შეშფოთებები სინათლის სიჩქარით ვრცელდება. მათი უშუალო დაფიქსირება, ყველანაირი მცდელობების მიუხედავად, ვერაფრით ვერ ხერხდებოდა: ხვეული ძალიან სუსტია. თუმცა, განსხვავებულ სისტემაზე დაკვირვებისას, რომელიც კიდევ უფრო მკვრივ და პატარა ზომის ვარსკვლავებს შეიცავს(ორი ნეიტრონული ვარსკვლავი), დადგინდა, რომ მათი ბრუნვა ჩქარდება, რაც იმის ირიბი მტკიცებულებაა, რომ ორმაგი სისიტემა გრავიტაციულ ტალღებს ასხივებს.
მართლაც, თეორიის მიხედვით, გრავიტაციულმა ტალღებმა სისტემიდან ენერგია მუდმივად უნდა გაიტანოს და ვარსკვლავები სულ უფრო ახლოს უნდა მიწიოს ერთმანეთთან, რის გამოც წყვილი კიდევ უფრო ჩქარდება და საბოლოოდ ერთ ვარსკვლავად ერთიანდება. სწორედ ეს მოხდა სისტემა J0651-ზე დაკვირვებისას, 2011 წლიდან დაწყებული, ვარსკვლავება ერთმანეთის გარშემო ბრუნვის სიხშირეს მოუმატეს.
საინტერესოა, როგორ გაგრძელდება მოვლენები J0651-ში. გამოთვლების მიხედვით, ენერგიის მუდმივი „გაჟონვის“ გამო ჯუჯები სულ უფრო მიუახლოვდება ერთმანეთს და ბრუნვასაც მოუმატებს, ხოლო 2013 წლისთვის ერთ ბრუნზე მათ 20 წამზე ნაკლები დრო უნდა დასჭირდეთ, ვიდრე 2011-ის აპრილში იყო. ამის შემოწმება კი შესაძლებელია.
გარდა ამისა, თეორია ამბობს, რომ 2 მილიონი წლის მერე ისინი ერთმანეთთან ძალიან ახლოს მივლენ და გაერთიანდებიან. ამის შემოწმებაც იქნება შესაძლებელი, თუ კაცობრიობას ეს საერთოდ დასჭირდება.