ამერიკის კოსმოსური სააგენტოს მუშაკებმა მეცნიერებს სთხოვეს დაადგინონ, თუ რა სუნი შეიძლება ჰქონდეს კოსმოსს. ეს საკმაოდ საინტერესო და უცნაური დავალებაა.
მეცნიერები ეცდებიან ხელოვნურად შექმნან სუნი, რომელსაც ღია კოსმოსიდან საერთაშორისო სადგურზე დაბრუნებული ასტრონავტები გრძნობენ ხოლმე.
პრაქტიკულად ყველა ასტრონავტი, რომლებიც დავალებების შესასრულებლად საერთაშორისო სადგურიდან ღია კოსმოსში გავიდნენ, უცნაურ სუნზე ლაპარაკობენ, რომლითაც მათი სკაფანდრები და სამუშაო ინსტრუმენტები იჟღინთება.
ასტრონავტები ამ სუნის გადმოცემას ცდილობენ, რომელიც, მათი აზრით:“ელექტროშედუღების“,“გამდნარი ლითონის“,“დამწვრის“ სუნს ჰგავს. ერთ მოსაზრებას ყველა ასტრონავტი იზიარებს: ღია კოსმოსს ნამდვილად განსაკუთრებული და არც თუ ისე სასიამოვნო სუნი აქვს.
მეცნიერთა თქმით, ეს, შესაძლებელია კოსმოსში არსებული მაღალი ენერგიების მქონე სხვა და სხვა ნაწილაკების ჰაერის მოლეკულებთან შერევის გამო ხდებოდეს.
იმისათვის, რომ ასტრონავტებმა საერთაშორისო სადგურის პირობებთან სწრაფად შეძლონ ადაპტირება, ნასას მუშაკებმა მეცნიერებს სთხოვეს შექმნან ღია კოსმოსის სუნის ქიმიური შემადგენელი.
საერთაშორისო კოსმოსური სადგურის სუნზე ცნობილი ქიმიკოსი სტივ პირსი იმუშავებს. ეს ძალიან რთული დავალებაა, რადგან მეცნიერი, ასტრონავტების მიერ გადმოცემულ შეგრძნებებზე იქნება დამოკიდებული.