ჟურნალ Nature-ში ნაშრომი გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც, ჩვენ ახლაც არ ვიცით, როგორ გრძნობენ ცხოველები მაგნიტურ ველს.
ფართოდაა ცნობილი, რომ ამ თვისებას ბევრი მათგანი ფლობს, განსაკუთრებით კი ფრინველები. აღმოჩნდა, რომ მეცნიერებს მაგნიტორეცეფციის მექანიზმთან დაკავშირებით განსხვავებული აზრი გააჩნიათ. ახალმა ნაშრომმა კი ორი ბანაკიდან ერთს, გამანადგურებელი დარტყმა მიაყენა.
წითელგულა (Erithacus rubecula).
ყველაფერი პატარა ჩიტით, Erithacus rubecula-თი დაიწყო. მეოცე საუკუნის ორმოცდაათიან წლებში მეცნიერებმა შეამჩნიეს, რომ გალიაში მცხოვრები ეს პატარა ჩიტი შემოდგომით, ემორჩილებოდა რა ინსტიქტს, ცდილობდა სამხრეთისკენ გაფრენილიყო. ყველაზე გასაკვირი კი ის იყო, რომ სრულიად დახურულ ოთახში, რაიმე ორიენტირების გარეშე, ჩიტი სწორედ სამხრეთის მიმართულებით ცდილობდა გალიიდან გამოღწევას. ვოლფგანგ ვილჩკომ (Wolfgang Wiltschko), მაშინდელმა გოეთეს ინსტიტუტის სტუდენტმა, გადაწყვიტა შეემოწმებინა, ხომ არ სარგებლობდა ამ დროს ჩიტი რაიმე შინაგანი კომპასით. მან გალიას დენგამტარი სადენები შემოახვია და მასში დენი გაატარა. ვილჩკომ ჩიტის მოტყუება შეძლო — დენის წყაროს პულუსებზე (+ -) მიერთების ცვლილებით ჩიტი ხან ერთ მხარეს გრძნობდა სამხრეთს ხან მეორე მხარეს.
დროთა განმავლობაში, ცხოველების მაგნიტური გრძნობის დამადასტურებელი მონაცემები საკმაო რაოდენობით დაგროვდა. მაგნიტური ველის მიმართ მგრძნობიარე აღმოჩნდა სიცოცხლის ლამის ყველა ფორმა — ბაქტერიები, ბუზები, ზვიგენები, კალმახები, გადამფრენი ფრინველები, უპირველეს ყოვლისა კი მტრედები. ცხოველები, როგორც ჩანს, თავიანთი შინაგანი კომპასით არა მარტო მაგნიტური ველის პოლუსებს, არამედ მის დახრილობასა და ინტენსივობასაც კი გრძნობენ. თან უფრო უკეთესად, ვიდრე კომპასით შეიარღებული ადამიანი.
დედამიწის მაგნიტურვი ველის ძალწირების კომპიუტერული მოდელი.
ახალდაბადებული კუები, ყოველთვის პოულობენ ფლორიდის სანაპიროს თუ მათ ამ ადგილიდან სამხრეთით ან ჩრდილოეთით გადავიყვანთ. ის, რომ კუები ამ დროს მაგნიტური ველის დახრილობით სარგებლობენ მეცნიერებმა ექსპერიმენტულად დაამტკიცეს, მოათავსეს რა ისინი მაგნიტური ველით შემოსაზღვრულ აუზში (იგივე მოხდა ზვიგენების შემთხვევაშიც).
ორგანოს აღმოჩენა, რომელიც ცხოველების მაგნიტურ ორიენტაციაზეა პასუხისმგებელი, ძალიან ძნელი ამოცანა აღმოჩნდა. შესაძლებელია, რომ ეს იყოს ერთად-ერთი მიკროსკოპული უჯრედი სხეულის ნებისმიერ ნაწილში, რადგან მაგნიტური ველი ორგანიზმის ნებისმიერ ადგილამდე აღწევს, ანუ, არ არის აუცილებელი, რომ ეს ორგანო სადმე ზედაპირთან ახლოს იყოს. უამრავი ეტოლოგიური (ცხოველთა ქცევის) ცდების მიუხედავად, სამწუხაროდ, მეცნიერებმა მაინც ვერ დაადგინეს თუ სად უნდა მოეძებნათ ეს ორგანო.
ოთხმოციან წლებში აღმოაჩინეს ბაქტერიები, რკინის ოქსიდის, მაგნეტიტის, პატარა კრისტალებით (50 ნანომეტრი) უჯრედებში. ბაქტერიები მათ არა სამხრეთით ან ჩრდილოეთით სამოგზაუროდ, არამედ ფსკერის მოსაძებნად იყენებდნენ, სადაც საკვების დიდი რაოდენობაა. თავიანთი მაგნიტური კრისტალების საშუალებით ბაქტერიები მაგნიტური ველის ძალწირებს ფსკერისკენ მიჰყვებოდნენ.
ბაქტერიებში მაგნიტოტაქსისის ეს მოვლენა, ალბათ, ერთად-ერთია, რომელის მექანიზმზეც მეცნიერებს განსხვავებული აზრი არ გააჩნიათ. ამასთან ერთად, ცხოველებში რაიმე მსგავსის აღმოჩენის მცდელობა, განსაკუთრებით ყველაზე უფრო საინტერესო წარმომადგენლებში, საფოსტო მტრედებში, ორიათასიანების დასაწყისამდე, უშედეგოდ მთავრდებოდა.
ყველაფერი ერთმა სტატიამ დაასრულა. ევროპელი მეცნიერების ჯგუფმა ავსტრიიდან, საფრანგეთიდან, ბრიტანეთიდან და ასევე ავსტრალიიდან ყურადღება მიაქცია იმას, რომ მტრედის ნისკარტში აღმოჩენილი კრისტალები ნამდვილად იქ იყვნენ, თუმცა არავის მოუვიდა თავში თვითონ იმ უჯრედების შესწავლა, რომლებშიც ეს კრისტალები დაფიქსირდა.
მეცნიერები კომპიუტერული ტომოგრაფიით შეიარაღდნენ და მტრედის ნისკარტის დეტალური სამგანზომილებიანი რუკა შეადგინეს. შემდეგ მათ სხვადასხვა მტრედების ნისკარტების ჭრილები გააკეთეს წერტილებში, სადაც კრისტალების შემცველი უჯრდებია, აღმოაჩნდა, რომ ამ უჯრედებს არანაირი კავშირი არა აქვს ნეირონებთან (ტვინთან დამაკავშირებელი). ეს მაკროფაგები იყო – უჯრედები-სანაგვეები, რომლებიც ქსოვილში მოხვედრილ ბაქტერიებსა და წვრილ ნაწილაკებს აგროვებენ. არც ის აღმოჩნდა გასაკვირი, რომ მაკროფაგები, ნისკარტზე ცხვირისკენ მოძრავი ჰაერის ნაკადებთან, მტვრის მთავარ წყაროებთან ახლოსაა. ზედაპირული ცილების ანალიზმაც მაგნიტორეცეფციის მომხრეებს არანაირი იმედები არ დაუტოვა – მაგნეტიტს, მხოლოდ მაკროფაგები შეიცავდა.
გამოდის, რომ მტრედებმა მეცნიერები ცარიელი ხელებით დატოვეს. მაგნიტორეცეფციის არანაირი მართებული ნეირობიოლოგიური მექანიზმი ჯერჯერობით წარმოდგენილი არ არის, ყველაზე უფრო განვითარებულ ალტერნატიულ თეორიაში კი უკანასკნელმა კვლევამ ქვა ქვაზე არ დატოვა. ”ცოცხალი მაგნიტიზმი” გაცილებით იდუმალი აღმოჩნდა, ვიდრე ამას პირველი მკვლევრები წარმოიდგენდნენ.
მეორეს მხრივ, ბიოლოგთა მეთოდოლოგიური არსენალი მას შემდეგ კიდევ უფრო განვითარდა. გადაუწყვეტელი პრობლემა კი მეცნიერებს ახალი კვლევების კიდევ უფრო ინტენსიურად ჩატარებისკენ უბიძგებს (ელექტრომაგნიტური ველი).