კვლევის ობიექტი იყო ე.წ. ასიმეტრიული ბნელი მატერია(ADM). ამ მატერიის ნაწილაკებისა და ანტინაწილაკების ასიმეტრიის გამო მათ შორის ანიჰილაციის პროცესები ან სუსტად მიმდინარეობს ან საერთოდ არ ხდება. ამიტომ მისი ტრადიციული მეთოდებით აღმოჩენა პრაქტიკულად შეუძლებელია. თუმცა, ასიმეტრიული ბნელი მატერია შეიძლება ვარსკვლავებში დაგროვდეს და მათი მატერიის ბირთვებთან სუსტ ურთიერთქმედებაში შევიდეს, რაც ვარსკვლავის ტემპერატურისა და სიმკვრივის ცვლილებას გამოიწვევს.
ახალი იდეის ავტორებმა თავიანთი მეთოდის გამოყენება მთავარი მიმდევრობის ვარსკვლავებზე გადაწყვიტეს, რომელთა ტემპერატურა გარკვეული წესით ნათობასთნ კორელირებს, რაც ჰერცშპრუნგ-რასელის დიაგრამაზე ჩანს. ADM-ს სიმკვრივის მიხედვით, ვარსკვლავს შეიძლება ჰქონდეს განსხვავებული თანაფარდობა ნათობასა და ტემპერატურას შორის, შესაბამისად გადაიხაროს დიაგრამიდან. ანუ რაც უფრო დაბალია ეს მაჩვენებელი, მით უფრო კაშკაშაა(და დიდი) ვარსკვლავი თავის ტემპერატურასთან შედარებით და რაც უფრო მაღალია სიმკვრივე, მით უფრო ცივია(და პატარა) ვარსკვლავი თავის ნათობასთნ შედარებით.
მეცნიერთა გამოთვლით, ყველაზე უფრო კარგად ეს ეფექტი იმ ვარსკვლავებს უნდა შეემჩნეს, რომელთა მასებიც მზის ტოლია ან ოდნავ მცირეა, ამავე დროს კი იმყოფებიან ADM-ს მაღალი სიმკვრივის ზონაში. პრობლემა იმაშია, რომ ასეთი ზონები მხოლოდ ჩვენი გალაქტიკის ცენტრში და მეზობელი ჯუჯა გალაქტიკების ცენტრებშია აღმოჩენილი, ანუ ძალიან შორს დედამიწიდან, ამიტომ იქ მყოფი ვარსკვლავების ნათობისა და ტემპერატურის ზუსტად დადგენა ძალიან ძნელი საქმეა.
თუმცა, მეცნიერთა თქმით, არსებობს ალბათობა იმისა, რომ ვარსკვლავებმა ასიმეტრული ბნელი მატერია შეაგროვონ და მისი მაღალი კონცენტრაციის ზონებიდან სხვა დგილზე გადაინაცვლონ, სადაც მათზე დაკვირვება უფრო ადვილი იქნება(უცნაური ვარსკვლავები).