ირმის ნახტომის ცენტრალური ზემასიური ხვრელის გარშემო ბევრი ასტეროიდი და კომეტა მოძრაობს. ნასას სპეციალისტთა აზრით, ზემასიური შავი ხვრელი, იგივე კომპაქტური რადიოწყარო მშვილდოსანი A, რომელიც გალაქტიკის ცენტრში მდებარეობს, ასტეროიდების ფორმირებას უწყობს ხელს.
რამდენიმე წლის განმავლობაში, ორბიტალური ობსერვატორია – „ჩანდრა“, რენტგენის გამოსხივების გააქტიურებას ყოველწლიურად აფიქსირებდა, რომელიც მშვილდოსანი A-დან მოდიოდა(Sagittarius A). მეცნიერებმა ივარაუდეს, რომ ამის მიზეზი ხვრელზე დაცემული ასტეროიდები შეიძლება იყოს. ასტეროიდები, რომლებიც ხვრელიდან 160 მილიონი კილომეტრის მანძილზე მოძრაობს(დედამიწიდან მზემდე მანძილი 150 მლნ.კმ), ძირითადად, ხვრელის მიერ დანაწევრებული ობიექტების ნაწილებს წარმოადგენს, რომლებიც ხვრელის გარშემო მოძრავიგავარვარებული გაზის ცირკულაციის ზონაში მოხვედრის მერე ორთქლდება. სწორედ ასეთი აორთქლება არის იმ რენტგენის ანთებების მზიეზი, რომლებიც საათობით გრძელდება და ხვრელის ჩვეულ გამოსხივებას 100-ჯერ აძლიერებს.
მკვლევარებმა გამოითვალეს, რომ ასტეროიდი, 10 კილომეტრზე ნაკლები დიამეტრის არ უნდა იყოს, რათა ისეთი ანთება წარმოქმნას, როგორსაც აფიქსირებდა „ჩანდრა“. ხვრელი უფრო პატარა ობიექტებსაც შთანთქავს, ოღონდ ასეთი ანთებები გაცილებით მცირე ინტენსიურობისაა.
ახალი კვლევა, უკვე არსებული მოდელის სისწორეს ამტკიცებს, რომლის მიხედვითაც, ხვრელების გარშემო ტრილიონობით ასტეროიდი მოძრაობს. მშვილდოსანი A-მ, გალაქტიკის არსებობის 10 მილიარდი წლის განმავლობაში, ტრილიონობით ასტეროიდი შთანთქა, თუმცა ეს იმ ობიექტთა რაოდენობის მცირე ნაწილია, რომლებიც მშვილდოსნი A-ს მახლობლად მოძრაობს(მშვილდოსანი A).