ფიზიკოსებმა დაადგინეს, რომ ექსპერიმენტი, დაკავშირებული ნეიტრონების სამყაროებს შორის მოგზაურობასთან, შესაძლებელია ჩატარდეს არსებული აპარატურის საშუალებით(პრეპრინტი).
ნამუშევრის ჩარჩოებში მეცნიერები სამგანზომილებიან სივრცეს განიხილავდნენ როგორც 3-ბრანას – ერთგვარი ზედაპირი დიდი ზომის სივრცეში. 2011 წელს ფიზიკოსებმა უკვე იცოდნენ, რომ ორ პარალელურ 3-ბრანას შეუძლიათ ერთმანეთს გაუცვალონ ფერმიონები, ძლიერი მაგნიტური ველის თანხლების შემთხვევაში.
ამჟამად მათ, თეორიის პრაქტიკაში განხორციელების ვარანტები განიხილეს, კერძოდ, ულტრა ცივი ნეიტრონები. ასეთი ნეიტრონების შენახვა სპეციალურ, ვაკუუმიან ჭურჭელშია შესძლებელი. მსგავს პირობებში ნეიტრონებს მათი შესწავლის მიზნით ინახავენ, კერძოდ, ბეტა დაშლის შესასწავლად, რომელიც პირველად 2005 წელს აღმოაჩინეს. მეცნიერების აზრით ასეთი ნეიტრონების ჭურჭლის კედლებთან შეჯახებისას არსებობს არანულოვანი ალბათობა მათი პარალელური სამყაროში გადახტომისა. მკვლევარებმა ამ ალბათობის შესაძლებლობის ზედა ზღვარი განსაზღვრეს. მათი თქმით, ჰიპოთეზის შესამოწმებლად საკმარისია ჩატარდეს ექსპერიმენტი, რომელიც ბეტა დაშლის შესწავლის ანოლოგიურია, ნახევარწლიანი ხანგრძლივობით.
მეცნიერთა აზრით, გრავიტაციული პოტენციალის ცვლილებამ დაშლის პარამეტრებზე უნდა იმოქმედოს, რისი რეგისტრაციაც შესაძლებელია. მეცნიერები დასძენენ, რომ მათი ნამუშევრის მთავარი ღირსება პრალელური სამყაროების არსებობის ექსპერიმენტულად დამტკიცების შესაძლებლობშია(დროში მოგზაური ნაწილაკები)(სამყარო ჰოლოგრამაა?!).