მართალია, რომ დედამიწის სიღრმეებში მიკროფონებმა უცნაური ხმები დააფიქსირა?(თემური)

 ეს ჭორი ე.წ. კოლის(რუსეთის ფედერაცია), მსოფლიოში ყველაზე ღრმა ჭაბურღილს უკავშირდება. მისი სიღრმე 12,262 კილომეტრია.

 სხვა ჭაბურღილებისგან განსხვავებით, კოლის ზეღრმა ჭაბურღილი დედამიწის მანტიის გამოსაკვლევად შეიქმნა და არა ნავთობის საძიებლად. ბურღვა ჯერ კიდევ 1970 წელს დაიწყეს, ამჟამად ობიექტი მიტოვებულია. მითი 1989 წელს, ამერიკული ტელეკომპანია Trinity Broadcasting Network -ის ეთერით გაჩნდა, რომელიც ფინურ გაზეთში დაწერილ მასალას ეყრდნობოდა. თითქოს ხსენებულ ჭაბურღილში ჩაშვებულმა მიკროფონმა ჯოჯოხეთის ხმები დააფიქსირა. ეს მხოლოდ და მხოლოდ ინტრიგა-სკანდალიაSmile და სხვა არაფერი, მით უმეტეს, რომ ჭაბურღილებს არა ხმის ჩამწერი მიკროფონებით იკვლევენ, არამედ სეისმური მოწყობილობით.


კოლის ჭაბურღილი, მურმანსკის ოლქი(რუსეთი).

 უცნაური და მაღალი ინტენსიურობის ხმები, რომლებიც ვეშაპის მირ გამოცემულ ხმებს უფრო ჰგავდა, წყნარ ოკეანეში, სამხრეთ ამერიკის სანაპიროსთან 1997 წელს დააფიქსირეს, თუმცა ამის მერე მსგავსი არაფერი აღარ მომხდარა. ზოგი ამ ხმებს გიგანტურ, ჩვენთვის უცნობ არსებებს მიაწერდა, ზოგი ტექტონიკურ ფილებსა და აისბერგებს. დედამიწის ბირთვი თხევადი და მოძრავი არეა, ამიტომ ხმები იქედან ყოველთვის მოდის, ოღონდ არა ფანტასტიკური წარმოშობის.

 მიკროფონით ჩაწერილი ყველაზე მაღალი ინტენსიურობის ხმა, იაპონიაში მომხდარი(2011) მიწისძვრის დროს დაფიქსირდა(ცუნამი). ეს, ტექტონიკური ფილების ხახუნის ხმა იყო და არა რაიმე ჯოჯოხეთური კვნესა.

2 comments

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.