ფიზიკოსებმა სწორად ვერ შეაფასეს კვარკ-გლიუონური პლაზმის სიბლანტე

 ფიზიკოსებმა დაადგინეს, რომ კვარკ-გლიუონური პლაზმის სიბლანტის მონაცემი, შესძლებელია, შეფასებების დროს გადაჭერბებული იქნა . მკვლევართა სტატია ჟურნალ Physical Review Letters-ში გამოჩნდა, მოკლედ კი ამის შესახებ ვენის უნივერსიტეტის საიტი წერს.

კვარკ-გლიუონური პლაზმა – ეს არის ადრონული(პროტონები,ნეიტრონები, მეზონები; ძლიერ ურთიერთქმედებაში მონაწილე ნაწილაკები) ნივთიერების ეკზოტიკური ფორმა, როცა ნივთიერების ღრუბელი გლობალურად უფერო რჩება, მაშინ, როცა ყოველ კონკრეტულ ნაწილაკს გარკვეული ფერი გააჩნია.

ახალი ნაშრომის ჩარჩოებში მეცნიერებმა ანიზოტროპული კვარკ-გლიუონური პლაზმა განიხილეს, ანუ პლაზმა, რომლის თვისებები სივრცის ყველა მიმართულებით არ არის ერთნაირი. მეცნიერთა თქმით, სწორედ ამდაგვარი პლაზმა მიიღება ამაჩქარებლებში, რადგან შეჯახების დროს ნაწილაკები ერთი ხაზის გასწვრივ მოძრაობენ და არანაირ სიმეტრიაზე არ შეიძლება იყოს ლაპარაკი.

 შედეგად, ფიზიკოსებმა სიბლანტის ადრინდელზე დაბალი მონაცემი მიიღეს. მეცნიერები აცხადებენ, რომ „იდეალური სითხე“(პლაზმა) კიდევ „უფრო იდეალურად“ აქციეს. მათ მიერ ნავარაუდევი თვისებები შესაძლებელია დიდ ადრონულ კოლაიდერზე შემოწმდეს. ამ ამაჩქარებელში ერთმანეთს პროტონული კონები ეჯახება, რის შედეგადაც კვარკ-გლიუონური პლაზმა წარმოიქმნება.

ითვლება, რომ კვარკ-გლიუონური პლაზმის მდგომარეობაში მატერია დიდი აფეთქების დროს იყო. ლაბორატურიულ პირობებში ასეთი პლაზმა 2005 წელს მიიღეს, ბრუქჰეივენის ნაციონალურ(ა.შ.შ.) ამაჩქარებელზე( RHIC).

httpv://www.youtube.com/watch?v=kXy5EvYu3fw
ოქროს ბირთვების შეჯახება(RHIC).

 ბუნებრივია, ასეთი პლაზმის სიბლანტის პირდაპირი შემოწმებ შეუძლებელია, ამიტომ მეცნიერები სხვადასხვა თეორიულ მოდელებს იყენებენ. აღსანიშნავია, რომ ისინიც, ამ ფიზიკური პარამეტრის ნულზე მეტ მნიშვნელობას იძლევა(შედარებისთვის, ჰიდროდინამიკაში იდეალურად ითვლება ნულის ტოლი სიბლანტის მქონე სითხე), რომელიც „ჩვეულებრივი“ სითხის, მაგალითად თხევადი ჰელიუმის, სიბლანტეზე გაცილებით მცირეა.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.