რა სიჩქარით ბრუნავს შავი ხვრელი?(პაატა)

 შავი ხვრელი თავისი ბრუნვით თან ითრევს გარემომცველ სივრცეს. უშუალოდ ხვრელთან ხდება სრული ჩათრევა, პერიფერიებისკენ კი ნელ-ნელა მცირდება.

ხვრელის მოვლენათა ჰორიზონტი(საიდანაც თავს ვერაფერი აღწევს), სივრცის განსაკუთრებულ სფეროში, ე.წ. ერგოსფეროშია ჩაძირული. ერგოსფეროს საზღვარი პოლუსებთან ახლოს ეხება ჰორიზონტს, ხოლო მაქსიმალურად მას, ეკვატორთან შორდება(სტატიკურ შავ ხვრელს იდეალურად სფერული ფორმა გააჩნია, ამიტომ ჰორიზონტი მისი ცენტრიდან უფრო შორსაა, ვიდრე მბრუნავი ხვრელის ჰორიზონტი). ამ ადგილზე სივრცის ჩათრევის სიჩქარე სინათლისას უტოლდება. ბრუნვის სიჩქარე, როგორც ნეიტრონული ვარსკვლავების შემთხვევაშიც, მილიწამებით(პულსარი) განისაზღვრება. უშუალოდ ჰორიზონტს შიგნით არსებული სინგულარობის თვისებები უცნობია(ხვრელის კარდიოგრამა).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.