ჩვენი გალაქტიკისა და სამყაროს ფერი

 იცით, რა ფერისაა ჩვენი გალაქტიკა ირმის ნახტომი? როგორც მეცნიერები ამტკიცებენ, ყველა გალაქტიკა თავისი ფერითაა გამორჩეული. არის ეთნაირი ფერის გალაქტიკები, ასევე აბსოლუტურად განსხვავებულიც. ასტრონომებმა ჩვენი მშობლიური გალაქტიკის ფერის დადგენა სცადეს.

 ხსენებული კვლევა პიტსბურგის უნივერსიტეტის (ა.შ.შ.) მეცნიერთა ჯგუფმა ჩაატარა. კვლევის მსვლელობისას, ასტრონომებმა შეძლეს განესაზღვრათ, რომ ჩვენი გალაქტიკის ფერი ”სუფთა თეთრია”. გალაქტიკათა უმრავლესობა, რომლებსაც ამერიკელი ასტრონომები იკვლევდნენ, ასევე თეთრი აღმოჩნდა. ფერი გალაქტიკების ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი გალაქტიკის ფერის დადგენა მეცნიერებმა შეძლეს, ბოლომდე ეს მაინც ვერ მოხერხდა, რადგან მზის სისტემა გალაქტიკის შიგნით მდებარეობს. მტვრისა და გაზის გროვები ასტრონომებს მხედველობის არეალს უზღუდავს, ამიტომ ვერანაირად ვერ ხერხდება გალაქტიკის პანორამული სურათის მიღება. თუმცა, საზოგადოდ მიღებული მონაცემით ითვლება, რომ ჩვენი გალქტიკის დიამეტრი დაახლოებით 100 000 სინათლის წელია. ”მსგავსი პრობლემაა დედამიწის ფერის განსაზღვრაც. მაგალითად, ჩვენ შეგვიძლია პენსილვანიის ან რომელიმე სხვა რეგიონის ფერის დადგენა, მთლიანი ფერის დადგენა კი ძალიან ძნელია. გალაქტიკების შემთხვევაში კიდევ უფრო რთული”- აცხადებენ მეცნიერები. ცალკეული გალაქტიკების პანორამული დანახვა და ფერის განსაზღვრა გაცილებით ადვილია.

 სლოანის ცის ციფრული დამზერის (SDSS) 2,5 მეტრიანი ტელესკოპით დადგენილი ფერი (ობსერვატორია აპაჩი-პოინტი, ნიუმექსიკო), ასტრონომებმა გაზაფხულზე, ადრე დილით დანახულ თოვლს შეადარეს, ანუ გამჭვირვალე თეთრი.

 რა ფერი აქვს სამყაროს? უფრო სწორად, მთელი ცის ფერი რომ შეგვეზავებინა რა ფერის იქნებოდა იგი? ეს უცნაური კითხვა მაშინ დაიბადა, როცა მეცნიერები ცდილობდნენ გაერკვიათ, თუ რომელი ტიპის ვარსკვლავები უფრო მეტია ახლო კოსმოსის შემადგენელ გალაქტიკებში. პასუხი წარმოდგენილ სურათზეა.

 ამის დასადგენად, ასტრონომებმა კომპიუტერის საშუალებით 200 ათასი გალაქტიკის ფერი შეაზავეს. მიღებული სპექტრი ელექტრომაგნიტური გამოსხივების ყველა დიაპაზონს მოიცავს, თუმცა ხილულ დიაპაზონში ის ღია ჩალისფერი გამოვიდა. ეს ფერი ბოლო 10 მილიარდი წლის მანძილზე მოცისფროდან ისეთში გადავიდა, როგორიც ფოტოზეა ნაჩვენები. ანუ მოწითალო, ხნიერი ვარსკვლავების რაოდენობა გაიზარდა.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.