„ახლა უკვე თავდაჯერებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ პლანეტაზე თხევადი წყალი არსებობდა დაახლოებით 4 მილიარდი წლის წინ“ – აცხადებს ჯონ კარტერი პარიზის უნივერსიტეტიდან.
მინერალები, ნანახი მარსის ჩრდილოეთი ნაწილის კრატერებში იმაზე მეტყველებენ, რომ აქ ოდესღაც სიცოცხლისათვის საჭირო ყველა პირობა იყო.
თან, ასეთი პირობები იყო ორივე ნახევარსფეროში. მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად ისინი მკვეთრად განსხვავდებიან ერთმანეთისგან, ირწმუნებიან მეცნიერები.
ამ კვირამდე ითვლებოდა, რომ სიცოცხლეს არსებობა მხოლოდ სამხრეთ ნახევარსფეროში შეეძლო, რადგან სწორედ იქ იქნა აღმოჩენილი განსაკუთრებული მინერალები, რომლებიც მხოლოდ თხევადი წყლის თანხლებით ფორმირდებიან. თუმცა, ამ კვირას, ამერიკულმა მარსმავალმა ხსენებული მინერალები ჩრდილოეთშიც აღმოაჩინა. ამის შესახებ წერენ მარსის კვლევით დაკავებული ფრანგი და ამერიკელი მეცნიერები.
ჩრდილოეთ ნახევარსფეროს 91 კრატერის გამოკვლევის მერე, ნაპოვნი იქნა ისეთი მინერალები, როგორიცაა ფილოსილიკატები, მათ კი თხევადი წყლის გარეშე ფორმირება არ შეუძლიათ.
ჯერჯერობით მეცნიერები ვერ ხსნიან, თუ ადრე ორივე ნახევარსფეროში ერთნაირი პირობები იყო, ახლა რატომ არიან სისინი რადიკალურად განსხვავებულნი. მარსმავლები თავიანთ სამუშაოს აგრძელებენ, მეცნიერები კი თავიანთ საინტერესო კვლევებს.