Chi_b (3P) ბოზონია, თუმცა ის ჰიგსის ბოზონს არ ჰგავს, რომელსაც მკვკლევარები აგრეთვე კოლაიდერის დახმარებით ეძებენ. ბირმინგემისა და ლანკასტერის უნივერსიტეტების მკვლევარები ნაწილაკს აღწერენ, როგორც კვარკისა და ანტიკვარკის(ანტიმატერია) სილამაზის ურთიერთშეთხამების ახალ საშუალებას, ანუ ისინი ერთმანეთთან არიან სინთეზირებული.
ფიზიკის პროფესორი როჯერ ჯონსის თქმით(კოლაბორაცია ATLAS) Chi_b (3P) ოდნავ მძიმეა,ანუ წყვილი კვარკი-ანტიკვარკი ოდნავ უფრო სუსტად არიან დაკავშირებულნი, ვიდრე მოსალოდნელი იყო.
ლანკასტერელი მკვლევარი ჯეიმს ვალდერი, რომელიც Chi_b (3P)-ეს მტიკიცებულებებს ადრეც ეძებდა, ამბობს, რომ დიდი ხნის განმავლობაში ბირთვული ფიზიკის თეორიული მოდელები აეთი ნაწილაკის არსებობაზე მიუთითებდნენ, თუმცა არ დაიმზირებოდნენ დღევანდელ დღემდე. Chi_b (3P) შიდა ატომური ძალების უკეთ გაგებაში დაგვეხმარება, კერძოდ, ძლიერი ურთიერთქმედებების გაგებაში, განმარტავენ მკვლევარები.
„Chi_b (3P)-ეს უფრო მსუბუქი პარტნიორები დაახლოებით 25 წლის წინათაც დაიმზირებოდნენ“, ამბობს დოქტორი მირიამ უოტსონი ბირმინგემიდან. „ჩვენი ახალი გაზომვები – იმ ძალების თეორიული შემოწმების საუკეთესო საშუალებაა, რომლებიც ელემენტარულ ნაწილაკებზე მოქმედებენ და სამყაროს აღნაგობის უკეთ გაგებაში გვეხმარებიან“.
დაწვრილებით ახალი კვლევის შედეგები შემეცნებითი ინტერნეტ-პროექტის Arxiv.org-ის გვერდებზე ახლო მომავაში გამოჩნდება(დიდი ადრონული კოლაიდერი).