აინთო უცნაური ”ვარსკვლავი”

მანძილი მარსსა და მთვარეს შორის ძალიან დიდია. ბუნებრივია, მთვარე გაცილებით ახლოსაა დედამიწასთან ვიდრე მარსი. შუა იანვარში მარსი ლომის თანავარსკვლავედიდან ქალწულში გადავა. დღევანდელი დღიდან დაწყებული წითელი პლანეტა ჩვენ ნელ-ნელა გვიახლოვდება. ყოველდღიურად მარსამდე მანძილი 1370 კილომეტრით მცირდება. შემდეგი ოთხი კვირა, მარსის დისკო 21%-ით გაიზრდება.

დედამიწის მიმართ უახლოეს წერტილს მარსი 5 მარტს დაიკავებს. ამ დროს მათ შორის მანძილი 55,76 მილიონო კილომეტრი იქნება(დედაქმიწა ასეთ დროს ზუსტად მზესა და მარსს შორისაა მოქცეული).  მაქსიმალური მანძილი, რომლითაც ეს ორი პლანეტა ერთმანეთს შორდება 401 მლნ. კილომეტრია(როცა მზე ექცევა დედამიწასა და მარსს შორის).

შეგახსენებთ, რომ მარსი, მზიდან დაშორების მიხედვით მეოთხე და მზის სისტემის ზომით მეშვიდე პლანეტაა. მას მოწითალო ფერი აქვს, რის გამოც ”წითელ პლანეტასაც” ეძახიან. ასეთი ფერი მარსის ზედაპირულ ფენებში რკინის ოქსიდების შემცველობითაა განპირობებეული. ის დედამიწის ტიპის პლანეტებს ეკუთვნის, აქვს ძალიან სუსტი ატმოსფერო და მაგნიტური ველი.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.